• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მტკნარი სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს 95 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა, საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ – სარჯველაძე

ალია ავტორი - ალია
11:59 08-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

მტკნარი სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს 95 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა, საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 95 მილიონზე და ასეთ ასტრონომიულ რიცხვებზე საუბარი არ არის ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან მიმართებით.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დაგეგმვის შემდეგ შესაძლოა მხარეები ჩამოყალიბდნენ ახალ ფორმატებზე, მაგრამ ადამიანების შეცდომაში შეყვანაა საუბარი იმაზე, თითქოს საქართველოს მხარეს 95 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა.

„ეს, რასაკვირველია, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა, როგორი სიცრუეც ბევრი გავრცელდა ამ დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება თითქოსდა კავშირს რომელიმე მიღებული საკანონმდებლო აქტისა ახლა მიღებულ გადაწყვეტილებასთან, მე ვფიქრობ, რომ ასეთი კავშირი ობიექტურად არ არსებობს.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის განვითარება და ამ თვალსაზრისით კვლევითი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის არის საკმაოდ დიდი მნიშვნელობის. ეს კარგი პროექტებია და ვფიქრობ, გაცილებით მაღლა დგას თავისი ჰუმანიტარული და იდეალური მიზნებიდან გამომდინარე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved