• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისისა და IFC-ს შორის 150 მილიონი აშშ დოლარის ტრანზაქცია გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
15:37 08-01-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

თიბისი ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 150 მილიონი დოლარის ოდენობის, ხუთ წლიან, სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და კლიმატის დაფინანსების გაძლიერებას ისახავს მიზნად. IFC-გან მიღებული დაფინანსება, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და მდგრადი დაკრედიტების მიმართულებით, თიბისის წამყვან პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„აღნიშნული ტრანზაქციის ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი ეტაპია IFC-თან თანამშრომლობაში და ასახავს ჩვენი ინსტიტუტების საერთო ღირებულებასა და მისწრაფებას – ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. მოზიდული სესხი არა მხოლოდ გააძლიერებს თიბისის ძალისხმევას მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაში, არამედ საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციების პოპულარიზაციას საქართველოს მასშტაბით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ IFC-ს გამოყოფილი დაფინანსებისთვის და მოუთმენლად ველით წარმატებული თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობებს მომავალში“ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ეს ინვესტიცია საქართველოში IFC-ის იმ საქმიანობის ნაწილია, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თიბისი ბანკთან პარტნიორობით და მისი შესანიშნავი ციფრული მექანიზმების და ფილიალების ფართო ქსელის მეშვეობით, ვგეგმავთ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსებაში, რაც მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.

IFC-ის შესახებ
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2024 ფისკალურ წელს, IFC-მ რეკორდული 56 მილიარდი დოლარი გამოუყო განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, მოახდინა კერძო კაპიტალის მობილიზება პლანეტაზე სიღარიბისგან თავისუფალი სამყაროს შესაქმნელად. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.

 

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved