• რეკლამა
  • კონტაქტი
05:20, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვერ გამოვრიცხავ, რომ ვინმე, კომერციულ ინტერესს უფრო მაღლა აყენებდეს, ვიდრე პაციენტისას – მიხეილ სარჯველაძე

ალია ავტორი - ალია
17:06 07-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

„თუ კერძო სექტორის მხრიდან, არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება, სახელმწიფო იძულებული იქნება, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს, არც ერთ კომერციული ინტერესი არ დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ონკოლოგიური პაციენტებისთვის, კლინიკაში მედიკამენტის გამოყენებით მკურნალობის განახლებულ პროცედურებზე ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პაციენტები, გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტების მიღებას, პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეძლებენ. ცვლილება, 24 ივლისიდან შევა ძალაში და მისი ამოქმედების შემდეგ გამოწერილ რეცეპტებს შეეხება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობდა, ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია გაჟღერდა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, იყო მცდელობაც, გაუფასურებულიყო ცვლილების მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც სიახლე არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური და მას მედიკამენტების დეფიციტთან კავშირი არ აქვს.

მინისტრის განცხადებით, თუნდაც ერთი მედიკამენტის დეფიციტის საკითხი, სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგანია. შესაბამისად, მუდმივად აკვირდება მიმდინარე პროცესებს და არსებულ მარაგებს, რომ დეფიციტი უარყოფითად არ აისახოს რომელიმე პაციენტის მკურნალობაზე.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, შეიქმნა გარკვეული დეფიციტები რამდენიმე დასახელების მედიკამენტთან დაკავშირებით, ეს მწვავე საკითხია. ჩვენ, საკმაოდ მძიმე შეხვედრები გვქონდა აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან შექმნილი დეფიციტები. სახელმწიფო არ აპირებს, ამ მიმართულებით გულხელდაკრეფილი იყოს – იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორის მხრიდან, არ იქნება რელევანტური, ადეკვატური გამოხმაურება, სახელმწიფო იძულებული იქნება, გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს და რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს, რომ პირველ ადგილზე წამოწეული იყოს პაციენტების საკუთხესო ინტერესები. ბუნებრივია, არსებობს კომერციული ინტერესი, რომელიც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, მაგრამ არც ერთ ეს ინტერესი არ უნდა დადგეს პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზე მაღლა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ყველაზე მწვავედ, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტი აღიქმება, თუმცა, შესაძლოა, სხვა მიმართულებითაც არსებობდეს დეფიციტი. მინისტრის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებობს ამის ობიექტური წინაპირობა, მაგრამ არცთუ იშვიათია, როდესაც განმაპირობებელი სუბიექტური ფაქტორებია.

„არ მინდა, სიმართლე აღმოჩნდეს მოარული აზრი დეფიციტების ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით. სუბიექტურ ფაქტორში შესაძლოა, იგულისხმებოდეს ადამიანთა ცდუნება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, კომერციული ინტერესი, პაციენტის ინტერესებზე მაღლა დადგეს. სამწუხაროდ, დღეს, არ შემიძლია გამოვრიცხო, რომ ვინმე, კომერციულ ინტერესს უფრო მაღლა აყენებდეს, ვიდრე პაციენტისას. ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩები, თუ ეს რეალობა აღმოჩნდება. ჩემი ამოცანაა, საკითხები ვარეგულიროთ ისე, რომ მსგავსი რისკებისთვის, უბრალოდ, არ რჩებოდეს სივრცე და არავის ჰქონდეს შესაძლებლობაც კი, კომერციული ინტერესი უფრო მაღლა დააყენოს. უახლოეს მომავალში, სისტემა ამუშავდება ისე, რომ არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ცალკეული კომერციული მოთამაშეების კეთილსინდისიერებასა და მათ დეონტოლოგიის წესებზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,ბიემჯი”

თეგები: მიხეილ სარჯველაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved