• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს რუსეთში 6,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ალია ავტორი - ალია
18:28 07-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

თათარსტანის უზენაესმა სასამართლომ “რადიო თავისუფლების” თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ „ყალი“ ამბების გავრცელებაში და ექვსნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე რუსულმა სასამართლომ დახურულ კარს მიღმა განიხილა. Associated Press -ის ინფორმაციით, განაჩენი გასულ პარასკევს გამოიტანეს.

ალსუ კურმაშევა 1998 წლიდან პრაღაში ცხოვრობს. გასული წლის მაისში ის მშობლიურ ქალაქ ყაზანში ავადმყოფი დედის მოსანახულებლად ჩავიდა. 2023 წლის 2 ივნისს კი პრაღაში გაფრენამდე, ყაზანის აეროპორტში უშიშროების ძალებმა დააკავეს. კურმაშევა რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეა. მას დაკავებისას ორივე პასპორტი ჩამოართვეს და კიდევ ერთი საქმე აღუძრეს ორმაგ მოქალაქეობაზე, კერძოდ შეუტყობინებლობის გამო. ჟურნალისტს გამოძიების პერიოდში ყაზანის დატოვება აეკრძალა. რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ კი ის დამნაშავედ ცნეს და 10 000 რუბლით დააჯარიმეს.

2023 წლის 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი ისევ დააკავეს და ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით („რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს უცხოური აგენტების რეესტრში ჩასართავად საჭირო დოკუმენტები. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას რუსეთის ფედერაციის სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში, რომელიც უცხოური წყაროების მიერ მათი მიღებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ“). რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ კურმაშევას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თვენახევრის შემდეგ, 2023 წლის 11 დეკემბერს გამოძიებამ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯარის შესახებ “ყალბი” ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბრალდების საფუძველი წიგნის „არა ომს“ გავრცელება გახდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved