• რეკლამა
  • კონტაქტი
08:50, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“34 წლის გახდა 17 ივლისს და ოთხი დღეა, მანქანა იყიდა, დაჯდომაც ვერ მოასწრო“ – ტრაგედიის ახალი დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:24 07-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
802

უმძიმესი დანაშაული ასხის მთაზე მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, 34 წლის ნიკოლოზ ფაილოძე, ასევე, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

არსებული ინფორმაციით, დანაშაული მთაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. რა გახდა შელაპარაკების მიზეზი, ჯერჯერობით ამაზე ადგილობრივები არ საუბრობენ. ერთი ვერსიით, შელაპარაკება საქონლის გამო დაიწყო, რაც სისხლისღვრაში გადაიზარდა. მოკლული ბიჭის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის საკუთარ სახლში, მარტვილის რაიონის სოფელ ზედა ხუნწში გადაასვენეს.

სოფელი შეძრულია ამ ფაქტით. ნიკა ფაილოძეს ადგილობრივები დადებითად ახასიათებენ. ამბობენ, რომ ის უკონფლიქტო ადამიანი იყო.

“ძალიან განვიცდი ამ ამბავს. სოფელში ყველას უყვარდა ნიკა. ჩვენ თვალწინ გაიზარდა. ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, სოფელშიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. საქონელი ჰყავდა და მწყემსად დადიოდა ხოლმე მთაში და თავის ჯოგს მწყემსავდა. მთაში იყო თავის ბიძებთან ერთად. ისინიც მწყემსები არიან. იქ რა მოხდა და რატომ გაიმეტეს ნიკა, ნამდვილად არ ვიცი.

34 წლისაა, დაოჯახებული არ იყო, ჰყავს ერთი და, რომელიც გათხოვილია და მშობლები, რომლებმაც ეს თავზარდამცემი ამბავი გაიგეს. ველოდებით ამბის გარკვევას. ვინც დაჭრილია, ის არ არის ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი. არც მკვლელს ვიცნობთ. რატომ გაიმეტეს ეს უკონფლიქტო ბიჭი სასიკვდილოდ, არ ვიცი. უკვე ჩამოასვენეს სახლში და მთელი რაიონი დასტირის ამ ახალგაზრდა კაცს. ძალიან მტკივა გული”, – ამბობს ადგილობრივი და უსამძიმრებს ოჯახს.

კიდევ ერთი მარტვილელი ქალბატონი ამბობს, რომ შელაპარაკება საქონლის ქურდობის გამო მომხდარაო.

“ნიკა მთაში მუშაობდა, მშობლები მშრომელები არიან, ზედა ხუნწიდან. ბევრი საქონელი ვისაც ჰყავს, მათ ზაფხულში მიჰყავთ ასხის მთაზე. იქ ყოფილა ვიღაც მამაკაცი, რომელიც წყალტუბოდანაა, მგონი, ისიც მწყემსია და მას მოუპარავს ნიკას ძროხა, ეტყობა ამის ნიადაგზე შელაპარაკდნენ და მკვლელმა დანა ჩაარტყა. იქვეა გარდაცვლილი, ეტყობა სისხლისგან დაიცალა. მკვლელი დაუჭერიათ, მან უნდა აგოს პასუხი საკადრისად, თუმცა ეს არ არის გამოსავალი, სიცოცხლით სავსე ბიჭი არ გვყავს”, – ამბობს ადგილობრივი.

სოფელი გლოვობს, ყველა კუთხეში ისმის ახალგაზრდების მოთქმა-გოდება, ისე ძალიან უყვარდათ ნიკა, რომ ყველა შეძრულია ამ ამბით.

“მართლა შოკში ვართ ყველანი, გაგვანადგურა ამ ამბავმა. პატიოსანი, მოწესრიგებული და მშრომელი ბიჭი იყო ნიკა. შრომას არ თაკილობდა და სწორედ თავისი შრომით შეიძინა მანქანა რამდენიმე დღის წინ. სამწუხაროდ, არ დასცალდა ცხოვრება. დედამისი კი ემიგრაციაში იყო და ორი თვეა, სახლში დაბრუნდა. დედის ძმა ცხოვრობს ხონის სოფელ ნოღაში, ის იყო მწყემსი და მასთან ერთად დადიოდა მთაში. ჰყავდა ცხენები, საქონელი და შრომობდა. შემთხვევის ადგილას ბიძა არ ყოფილა იმ დღეს, ისე ბიძაც მწყემსია და როგორც ამბობენ, დამნაშავესთან წინა დღეს შეკამათებულან. ამბობენ, ის კაცი ქურდობით განთქმულია და ნიკას საქონელიც მოუპარავს. ეს ყოფილა კონფლიქტის მიზეზი.

მეორე დღეს ანუ გუშინ შეხვედრილან ისევ ერთმანეთს და ამ დროს დაურტყამს მკვლელს დანა ნიკასთვის. მკვლელთან ერთად ყოფილა მისი ცოლისძმა, რომელიც ეტყობა ცდილობდა, შეეჩერებინა და ამ გაშველების დროს მასაც მოხვდა მკვლელის მიერ მოქნეული დანა. როგორც ამბობენ, ის დაჭრილია ხელში. ნიკას იმდენად ღრმა ჭრილობა აქვს, გარდაცვლილა.

ეტყობა, დამნაშავე მიიმალა იქიდან, სავარაუდოდ, ვინც მას ახლდა, იმას აქვს 112-ში დარეკილი, მაგრამ ნიკა გარდაიცვალა. როგორ გაიმეტა, არ ვიცი. გულში აქვს საბრალოს ჭრილობა.

34 წლის გახდა 17 ივლისს, 4 დღეა მანქანა იყიდა, დაჯდომაც ვერ მოასწრო. მკვლელი მასზე ბევრად უფროსია, 1976-წლიანი ყოფილა, წყალტუბოდან. ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს ნიკა.

წარმოუდგენელია ეს ამბავი, ისეთი მშვიდი, გაწონასწორებული ბიჭი იყო. ჩემ თვალწინ გაიზარდა. საოცარი ადამიანი იყო. მისი უზრდელური ქცევა არასდროს არავის უნახავს. უსაშველოდ მებრალება და იმდენად კარგი ბიჭი იყო, გაგვანადგურა ამ ამბავმა. მას დამჯდარს ვერ ნახავდი, სულ შრომაში იყო ცხენები ჰყავდა, თხები, საქონელი და უვლიდა ამას. მთელი სოფელი დასტირის, ვერ იპოვით ერთ ადამიანს, ვინც მასზე ცუდს იტყვის, იმდენად გამორჩეული იყო”, – ამბობს მეზობელი.

„კვირის პალიტრა“

თეგები: მკვლელობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved