• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი: ხელისუფლების ერთადერთი იმედი იყო, რომ ოპოზიცია ერთმანეთს დაჭამდა, დარწმუნდნენ, რომ ასე არ არის

ალია ავტორი - ალია
10:25 07-18-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,213

კარგია, რომ „ლელო” გამსხვილების გზით მიდის – „ლელო” როგორც ჩანს არის მეოთხე პოლიტიკური ცენტრის შემქმნელი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა, რითაც პარტიების „ლელო”, „ანა დოლიძე-ხალხისთვის” და მოძრაობის „თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანებას ეხმაურება.

როგორც დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, „ლელოსთან”, რესპუბლიკელების დაახლოება ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა „როგორც „ლელოსთან” ისე ბევრ სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობებით ვიქნებით პოსტსაარჩევნო კოალიციაში”.

„კარგია, რომ „ლელო” გამსხვილების გზით მიდის. „ლელოს” გამსხვილება მხარდაჭერილია მთელი ქართული ოპოზიციის მიერ. ჩვენი ამოცანაა, რომ კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სუბიექტები აღმოჩნდნენ 5%-ს ზემოთ და არა ქვევით. მე, რა თქმა უნდა, მერჩია, რომ სამ სუბიექტში ჩატეულიყვნენ ძირითადი ოპოზიციური ძალები. „ლელოს” „ახალს”, „დროას”, „გირჩს” და კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს, „რესპუბლიკელების” ჩათლით, მოვიაზრებდი ერთ, დიდ, მძლავრ პოლიტიკურ სუბიექტად, რომელიც პოსტს-საარჩევნოდ ითანამშრომლებდა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან”, ასევე, ბარიერგადამლახავ გახარიას პარტიასთან. ამას არ სამომავლოდ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ეს სამი ცენტრი არ გამოდის, მაშინ იქნება ოთხი და „ლელო” როგორც ჩანს არის მეოთხე პოლიტიკური ცენტრის შემქმნელი. ანა დოლიძეს აქვს გარკვეული შესაძლებლობები, რეიტინგი, ხმები და ბუნებრივია არც ანა დოლიძის პარტია არ უნდა დარჩეს ბარიერგადამლახველი პლატფორმების მიღმა”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძნიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” ერთადერთი იმედი იყო რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებდა და ბევრი პარტია 5%-ის მიღმა დარჩებოდა, თუმცა ახლა უკვე დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ არის.

„ხელისუფლების ერთადერთი იმედი იყო, რომ ოპოზიცია ერთმანეთს დაჭამდა და მაღალი 5%-იანი ბარიერის პირობებში ბევრი გადაულახავი ოპოზიციური ხმა წავიდოდა სახელისუფლებო ყულაბაში და უმცირესობით, 37-40%-ით ის უმრავლესობას მოიპოვებს. ახლა დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ არის, ამიტომ „ქართული ოცნება” აპირებს არა არჩევნების გაყალბებას, არამედ არჩევნების ქვითრის გამოწერას. ჩვენ კიდევ უფრო მძიმე ბრძოლა მოგვიწევს მოსალოდნელი გამარჯვების დასაცავად, ვიდრე ეს ბრძოლა იყო 2003 თუ 20012 წელს. პოლიტიკური სპექტრი ადეკვატურად ასახავს ამ შექმნის ვითარებას და მიმდინარეობს გამსხვილების პროცესი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
1 ამპერი = 2 ლარი – „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
ახალი ამბები

1 ამპერი = 2 ლარი – „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე

14:14 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved