გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მსოფლიო ეკონომიკა $8.5 ტრილიონით დაეცემა, რის გამოც 34 მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ამის შესახებ Voice of America წერს.
„ჩვენ ახლა რეცესიის საშინელი რეალობის წინაშე ვდგავართ – მსგავს მასშტაბს დიდი დეპრესიის შემდეგ არ უარსებია“ – განაცხადა გაეროს ეკონომისტმა, ელიოტ ჰარისმა.
პროგნოზის თანახმად, 2020 წლის შუა პერიოდში მსოფლიო ეკონომიკა 3.2%-ით იკლებს, მსოფლიო ვაჭრობის მაჩვენებელი 15%-ით დაეცემა. ეს გასული ოთხი წლის მატების გაბათილებას ნიშნავს.
მსოფლიოში კოვიდინფიცირების 4 227 400-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 512 700-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 300-მდე ადამიანი კი დაიღუპა.
კომენტარები