• რეკლამა
  • კონტაქტი
18:26, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კეზერაშვილი დღეს არის უმთავრესი კულისებსმიღმა რეჟისორი, პატრონი…” – ირაკლი მელაშვილი ნაციონალური მოძრაობის ფლანგზე

ალია ავტორი - ალია
21:24 07-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
430

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი:

ბოლო დღეებში “ნაციონალური მოძრაობის” და მისი განაყოფების ფლანგებზე საარჩევნო სუბიექტები დალაგდა . ორი, ამ ეტაპზე, მეტნაკლებად თანაბარწონადი გაერთიანება შეიქმნა, ერთი რებრენდირებული “ნაციონალური მოძრაობა”, შემატებული ე.წ. ცნობადი სახეებით და მეორე კოალიცია, ჯაფარიძის “გირჩი”, გვარამია-მელიას “ახალი” და ხოშტარიას “დროა”. “ევროპული საქართველოს” ალიანსის გარეთ დატოვება აშკარად მიუთითებს, რომ ამ გაერთიანებაში კეზერაშვილის გავლენა ზომაზე მეტია. როგორც ჩანს დღეს ის არის “ნაცონალური მოძრაობის” ფლანგზე მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი უმთავრესი კულისებსმიღმა რეჟისორი, პატრონი, ვისაც ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე ხელეწიფება “დაალაგოს” სიტუაცია.
ჩემი აზრით, თუკი ახლად შექმნილი გაერთიანება პრემიერის კანდიდატად გილაურს დაასახელებს, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩევლის თვალში უბრალოდ საქმე გვექნება ტაქტიკური მიზნით თუ ლიდერების პირადი შეუთავსებლობის გამო ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მეორე გაერთიანებაში, კეზერაშვილის მიერ მათ კურატორობას რომ თავი გავანებოთ, “ნაციონალური მოძრაობის” ორი ყოფილი თავმჯდომარე უკვე არის და როგორც ჩანს, მინიმუმ ერთ ყოფილ პრემიერ მინისტრსაც უნდა ველოდეთ.
ასე რომ, ჩემთვის დღეს რთულად დასაჯერებელია, რომ ამ ძალებმა შეძლონ ელექტორალური ბაზის მნიშვნელოვნად გაზრდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადრინდელ ელექტორატთან შედარებით. ჩემი აზრით, ამ კუთხით, მათი ერთადერთი იმედი “გირჩი” ჯაფარიძის მომხრე ის ახალგაზრდებია, რომლებსაც თავიანთი ცხოვრების ცნობიერი ნაწილი არ გაუტარებიათ ნაცების მმართველობის დროს და შესაბამისად, შეიძლება ვერ აღიქვან საფრთხედ სააკაშვილის პარტიის ამ თუ იმ ფორმით ხელისუფლებაში მობრუნება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ორივე ბლოკს ერთად 26 ოქტომბრის არჩევნებზე წესით არ უნდა გაუჭირდეთ თავიანთ სასარგებლოთ ამომრჩევლის ხმების 25- 30%-ის, ან შეიძლება ცოტა მეტის მოგროვება, (გააჩნია როგორ კამპანია ექნებათ) მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ხელისუფლების ცვლილება მათზე არ არის დამოკიდებული. (თუმცა, ამ პროცესში რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მიმართულებით)
ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” დასამარცხებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუ რა საარჩევნო კონფიგურაციას ჩამოყალიბებენ ის პარტიები, რომლებიც
იმ ამომრჩეველზე აკეთებენ აქცენტს, ვისაც ღიად გამოკვეთილი ანტიდასავლური პოლიტიკის გამო არც “ქართული ოცნების” ხელისუფლების სათავეში დარჩენა სურს და არც ხელისუფლებაში სააკაშვილის და მისი წრის მობრუნების პერსპექტივა ხიბლავს.
არჩევნების შედეგების გასაღები ახლა იმ ლიდერების ხელშია, რომელთაც შეუძლიათ ამომარჩეველს შესათავაზონ ისეთი პლატფორმა პოლიტიკური სპექტრის ამ ფლანგზე, რომელიც 26 ოქტომბერს უზრუნვეყოფს “არანაც-ქოცური” ამომრჩევლის მაქსიმალურ მისვლას საარჩევნო ურნებთან. ჩემი აზრით, ეს მათი პოლიტიკური ვალდებულებაა ამ ქვეყნის მომავლის წინაშე.
ამ ფლანგზე არიან როგორც შედარებით მსხვილი მოთამაშეები, “ლელო” და გახარიას პარტია, ასევე ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები ელექტორალური მხარდაჭერის მქონე ანა დოლიძის და ალეკო ელისაშვილის პარტიები, საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი ცალკეული პოლიტიკოსები თუ საზოგადო მოღვაწეები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციაც, რომელიც, რასაც ვუყურებ, ასეთი კოალიციის შექმნას ემხრობა. თუკი ამ ძალებმა, პირველ რიგში კი მათმა ლიდერებმა შეძლეს საკუთარი ეგოების მოთოკვა და ერთმანეთთან მოლაპარაკება (როგორც ჩანს, აქ მთავარი წინაღობა პრემიერ მინისტრის კანდიდატურაზე შეთანხმება იქნება) პირველად, 2012 წლის შემდეგ გაჩნდება ძალიან რეალური შანსი, რომ ოპოზიციაში ყველაზე მეტი ხმა არა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან ასოცირებულმა პარტიებმა მიიღონ.
ძალიან, უსაშველოდ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გავაიდიალო რომელიმე იმ პოლიტიკოსთაგანი, ვისზეც ახლა ვწერ და ვისაც ვგულისხმობ. უამრავი, სრულიად ვალიდური პრეტენზია შეიძლება არსებობდეს და არსებობს მათ მიმართ. ვიმეორებ, ეს ხალხი ჩემი იდელაებისგან ძალიან შორს არიან! მაგრამ, ვფიქრობ, რომ “ოცნების” მმართველობის პირობებში არა ნაცური ოპოზიციის მეორე ადგილზე გასვლა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ, ჯერ ეს ერთი, დავასრულოთ ეს მახინჯი პოლიტიკური დიხატომია, “მიშა გინდა თუ ბიძინა”, მეორეც, იქნებ, ამ გზით გავთავისუფლდეთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შექმნის დღიდან მოყოლილი სენისგან, რომლის მიხედვითაც ქართული პოლიტიკური ველი ყოველთვის იყო ამა თუ იმ ტიპის ავტორიტარული ლიდერების ან ბელადების დაპირისპირების ასპარეზი. წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკის ამ პარადიგმამ მნიშვნელოვნად აზარალა ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება, ახლა ვფიქრობ, გვაქვს შანსი, თავი დავაღწიოდ ამ მანკიერ წრეს, ან მინიმუმ, მნიშვმნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ამ მიმართულებით. იმედია, პირველ რიგში “ლელოსა” და გახარიას პარტიის პოლიტიკური ლიდერები გაითავისებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და თავიანთ ამბიციებს არ გადააყოლებენ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან შანსს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved