• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი ირწმუნება, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
14:42 07-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,923

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებიან, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ СВР-მ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ირწმუნება, რომ სამსახურმა შესაბამისი მონაცემები მიიღო. СВР-ი წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ “ქართული ოცნების” დისკრედიტაციისთვის ფართომასშტაბიანი კამპანია შეიმუშავა.

“ცნობილი გახდა სცენარის მთავარი სიუჟეტური ხაზები, შეთხზული “საუკეთესო ჰოლივუდის ტრადიციებით”. თეთრი სახლის თანდაყოლილი ანტირუსული ენთუზიაზმით, პროპაგანდისტული კამპანია დაგეგმილია “სენსაციური გამოაშკარავების” საფუძველზე: საქართველოს ყველა უბედურებაში რუსეთი არის დამნაშავე. ამასთან, აქცენტი “ქართული ოცნების” მიმართ “პოლიტიკური დამოუკიდებლობის არქონის” ბრალდებებზე გაკეთდება, რომელიც “ხომალდ ჯორჯიას” ევროპის სანაპიროდან დაშორებით ემუქრება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში მთავარი როლი სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს. როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, შესაძლოა, საქართველოში ფერადი რევოლუცია მოხდეს.

“ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში მთავარი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს. როგორც “ვაშინგტონელმა რეჟისორებმა” ჩაიფიქრეს, სახელმწიფოს მეთაური [სალომე ზურაბიშვილი] ერთ-ერთ ამერიკულ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დეგრადაცია დაადანაშაულებს და “ფართო საზოგადოებას” “მოსკოვთან დაახლოების კატასტროფული შედეგების შესახებ გააფრთხილებს. ამასთან, ვაშინგტონი, ზურაბიშვილის მეშვეობით, ოპოზიციისთვის “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ამომრჩევლის მობილიზებას აპირებს “რაღაც პოლიტიკური სიურპრიზისთვის”, რაც, შეიძლება, მორიგი “ფერადი რევოლუცია” გახდეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპანტი ქვეყანა ირწმუნება, რომ აშშ თბილისში საპროტესტო აქციებს აორგანიზებს, რასაც “საკრალური მსხვერპლი” უნდა მოჰყვეს.

“ამერიკელმა “კურატორებმა” საქართველოს ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება , შეუდგნენ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაგეგმვას არჩევნების დროისთვის. ხელისუფლების სტრუქტურების საწინააღმდეგოდ “ტარანი” თბილისის მოსახლეობა უნდა გახდეს, რომელიც ამ წლის გაზაფხულზე “უცხოელი აგენტების” კანონზე ანტისახელისუფლებო აქციებით “შეახურეს”. განიხილება “საკრალური მსხვერპლი” პროტესტების მონაწილეებიდან, რათა ძალოვნებზე “ხალხი განრისხდეს”. პროვოკაციების ამერიკელ ოსტატებს დიდი გამოცდილება გააჩნიათ. საკმარისია კიევის “მაიდანი” გავიხსენოთ, სადაც “დემოკრატიის საკურთხეველზე” ასობით ადამიანი გაწირეს, მათ შორის, ისინიც, ვინც ქართველმა დაქირავებულმა სნაიპერებმა დახვრიტეს”, – წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადება ჰგავს 2024 წლის მაისში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას. სუს-ის ცნო­ბით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია გეგ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია აქ­ცი­ებ­ზე მსხვერ­პლი, სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა – “გეგ­მა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბიც”.

,,ბიემჯი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved