• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დედებმა ეს უნდა იცოდნენ” – ემიგრაციიდან დაბრუნებული დედა სიმართლის დასადგენად იბრძვის

ალია ავტორი - ალია
21:00 07-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
646

თამთა ჟვანია, ალიას უყვება, რომ მის ქალიშვილზე, 12 წლის გოგოზე ფიზიკური ძალადობის საქმის მსვლელობა უკვე 2 წელზე მეტია იწელება. მისი თქმით, გოგონა მამინაცვლი მხრიდან იყო ძალადობის მსხვერპლი და მამაკაცი 2022 წლის 8 იანვარს დააკავეს და გირაოთი გამოუშვეს, მას შემდეგ სამართალს ელოდება, თუმცა, ამაოდ.

თამთას თქმით, სასამართლო, სადაც უკვე გადაცემული საქმე, მოსამართლეთა დროის სიმცირეს იმიზეზებს და ითხოვს, არ გადაიდოს სხდომები და სასამართლო დროულად ჩატარდეს, განაჩენი დროულად იქნეს გამოტანილი.

თამთა ალიას უყვება, რომ სიდუხჭირის გამო, და იმის გამო, რომ მის მეორე მეუღლეს არ სურდა მუშაობა, ემიგრაციაში მოუწია წასვლა და შვილების დატოვება, რა დროსაც, მისი თქმით, მამინაცვალი მის ქალიშვილზე ძალადობდა.

„ამას უყურებდა მისი დედა და ასევე ნათესავი ქალი, რომელიც დამხმარებად ავიყვანე და არაფერს მეუბნებოდნენ, სანამ თავად არ მივხვდი. 4 დაზარალებული ვართ საქმეში და თაროზეა სისხლის სამართლის საქმე. გარდა ამისა, გვყავს საერთო შვილი, რომელიც სასამართლომ მე მომაკუთვნა, მაგრამ ვერ ვახერხებ მის წამოყვანას და სოც. სამსახურიც და პოლიციაც სდუმს. მიმაქვს კარავი, და იქედან ფეხს არ გამოვასგან, სანამ სამართალი არ დადგინდება.

მთავარი მტკიცებულება 12 წლის ბავშვის დაზიანებული სახის სურათი საქმეში გამქრალია სასამართლო პროცესზე მე წარვადგინე ფოტო, ყოველი შემთხვევისთვის მქონდა წაღებული, როგორ ვიფიქრებდი, რომ საქმეში არ დამხვდებოდა? 4 ივნისს იყო სასამართლოს პირველი სხდომა და მხოლოდ მე დავიკითხე. პირველ ივლისს უნდა ყოფილიყო მომდევნო სხდომა და ბავშვი, ფსიქოლოგი იყვნენ მზად და იცით, არ გვცალია და სხვა საქმე უფრო მნიშვნელოვანიაო.

ჩემი მთავარი მიზანი, აქ კარვის დადგმის და ყოფნის ისაა, სიმართლე რომ გითხრათ ისაა, რომ მინდა ყველამ გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში რეალურად. ეს საქმე უნდა დასრულდეს და დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი, დედებმა უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება წავიდნენ ემიგრაციაში და რომ დაბრუნდებიან, მერე. შეიძლება სამი წელი ელოდნონ, დაუბრუნებენ შვილებს, თუ არა და როდის.

ვითხოვ, გამოძიება წარიმართოს სამართლიანად და ობიექტურად და სასამართლომ, ან განიხილოს საქმე დროულად, ან თუ არ სცალიათ და არ ჰყავთ მოსამართლეები, თქვან ეს საჯაროდ და სხვა სასამართლოს გადააწერონ საქმე.

ასევე, რეაგირება არ ხდება პოლიციის მხრიდან 6 წლის ბავშვზე სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის თაობაზე. არ ტარდება სამხარაულის ექსპერტიზა. ბავშვი დედის დანახვაზე ისტერიკაში ვარდება, არ არსებობს სამედიცინო ბარათი ან ოფიციალური დასკვნა ბავშვის მდგომარეობის შესახებ. თაროზეა ჩემს მიერ შემოტანილი განცხადებები და უპასუხოდ არის დატოვებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი სამართლს ვერ მივაღწიე, მე, როგორც დედა, მშობელი, დედობრივი ინსტიქტით რომ შვილები დავიცვა ვდგავარ აქ და ასევე მინდა სხვისთვისაც იყოს მაგალითი რომ დედებმა არ დატოვონ შვილები და არ წავიდნენ ემიგრაციაში რაიმე ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ!“ – ამბობ თამთა ალიასთან.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved