• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის მეორე ტალღა ბევრად მსუბუქი იქნება – ალექსანდრე გოგინავა

ალია ავტორი - ალია
10:44 05-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

რამდენიმე ფაქტორის გამო, კორონავირუსის მეორე ტალღა ბევრად უფროს მსუბუქი იქნება, ვიდრე – პირველი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

„როდესაც პირველი ტალღა დაიწყო, ჩვენ არ ვიცოდით ეს რა იყო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამისთვის მზად არავინ იყო. ბოლომდე არ ვიცოდით, როგორ უნდა გვებრძოლა ამ ვირუსთან. ზოგადად, მთელ საზოგადოებას არ გვქონდა ჩვევები, როგორ უნდა გვეცხოვრა. ახლა, როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე – თითოეული ჩვენგანი მეტნაკლებად მზად ვართ, ვიცით როგორ მოვიქცეთ, როგორ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, როგორ დავიცვათ დისტანცია. ამასობაში შეიქმნება ეფექტური მედიკამენტები, წამოგვეწევა ვაქცინა… ამიტომ მეორე ტალღა რომც იყოს, ჩვენ, მთელი საზოგადოება და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო მომზადებული შევხვდებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეორე ტალღას მსუბუქად გადავიტანთ. ერთი – იმის გამო, რომ ჩვენ ვართ მზად და მეორე – ამ პერიოდში ვაქცინაც შეიქმნება“ – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა გამოვლინდა, 23 კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 372 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 386. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved