• რეკლამა
  • კონტაქტი
17:41, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რომ დავფიქრდეთ, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ, რაც დიდი ამბავია” – ვილი სანიოლი

ალია ავტორი - ალია
21:17 06-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
444

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ ჩეხეთთან თამაშს აფასებს:

„კვარაცხელიას თამაშს როგორ შევაფასებდი ამ ორ მატჩში? არ მიყვარს ფეხბურთელებზე საუბარი და არც ხვიჩაზე ვისაუბრებ. თამაშს გავაანალიზებთ და მერე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ.

კიტეიშვილის მდგომარეობას რაც შეეხება, იმედი გვაქვს, რომ შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება. კვირკველია შეკრებაზე ვირუსით ჩამოვიდა. ამიტომ შევცვალეთ, მივხვდი, რომ დაღლილი იყო.

რა ვუთხარი გაფუჭებული მომენტის შემდეგ ლობჟანიძეს? ვერ წარმოვიდგენ, იმ მომენტში რას გრძნობდა. დარტყმა ყოველთვის უნდა სცადო. შერეული გრძნობები გაგვიჩნდა, რადგან მოგების ძალიან დიდი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ, რაც დიდი ამბავია. ყველაზე დიდი გრძნობა სიამაყეა. რადგან ვიცით, ეს გზა საიდან დავიწყეთ, რა სირთულეები გამოვიარეთ და სად მოვხვდით.

ჩეხეთი დიდი პრესინგით გვეთამაშა და ამას ველოდი. ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გაანიავეს, რაც მამარდაშვილის დამსახურებაა – მან ფანტასტიკურტი მატჩი ჩაატარა.

ჩეხები იმედგაცრუებულები კი არიან, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის იმას ვერ იღებ, რასაც იმსახურებ. ამის მაგალითად თურქეთთან ჩვენი მატჩი გამოდგება, სადაც ქულას მაინც ვიმსახურებდით.

ჩვენ ის გვეხმარება, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, გამოცდილება მიგვეღო. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ.

პორტუგალიასთან ამბიცია გვექნება, რომ რაღაც კარგად გავაკეთოთ. ვეცდებით, ძალები მოვიკრიბოთ და ამ მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედია, ძალებს აღვიდგენთ და კარგად ვითამაშებთ“.

თეგები: ევრო 2024ვილი სანიოლი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved