• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არის საქართველოში, მთელ ევროპაში, თითქმის ყველაზე ძვირი ფასები?- ვისია პროდუქტების შემოტანის ბიზნესი?

ალია ავტორი - ალია
15:18 06-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,706

ანი დვალიშვილი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამო, ბებერ კონტინენტზე, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა კომპანიები აქციებს მართავენ პროდუქტს აიაფებენ, რათა უფრო ბევრი გაეყიდოთ, მოსახლეობამ ცოტა შეღავათი იგრძნოს. მაგალითად, ჩეხური ლუდი „სტაროპრამენი“ აქ არის ჩამოსხმული, ჩვენებმა ამის უფლება მოიპოვეს და მაღაზიაში, ალუმინის ქილით შეტანის ფასი 3.53 ლარია. ვისაც აქ ჩამოსხმული და ჩეხეთში ჩამოსხმული „სტაროპრამენი“ აქვს გასინჯული, ამბობენ, რომ განსხვავება ძალიან, ძალიან დიდია. ჰოდა, ახლა ერთი შეკვრა „სტაროპრამენი“ ჩეხეთში 1 ევრო ღირს, საქართველოში კი… ერთი ცალის ფასი 3.53 ლარია. იმავე ჩეხეთში, 1.5-ლიტრიანი მინერალური, უგაზო წყალი, ერთი შეკვრა, ანუ 6 ცალი, 0.35 ცენტი ღირს (თუ პლასტმასებს არ დაარუნებთ, თითო ბოთლზე 0.2 ცენტი ემატება, მაგრამ თითქმის ყველა აბრუნებს), აქ კი, იგივე 1.5-ლიტრიანი წყლის 6-ცალიანი შეკვრა, 9 ლარად იყიდება და პლასტმასი შეგიძლია ნაგავში გადაყარო, არავინ იბრუნებს.

ზოგადად, ფასებით დავინტერესდით და მაგალითისთვის, ლუდის მწარმოებელი ტექნოლოგი გვეუბნება, რომ ერთი 30-ლიტრიანი კასრის წარმოება, ხელფასების ჩათვლით, ქარხანას 23-დან 25 ლარამდე უჯდება, ბარებში შესატანი ფასი კი, 108 ლარია! საუბარი მხოლოდ ევროპაზე არ გვაქვს, აგერ, ოკუპანტი რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქე გვეუბნება, რომ მოსკოვის ყველაზე ძვირ სუპერმარკეტშიც კი, იმაზე ბევრად იაფი ღირს პროდუქტი, ვიდრე თბილისის მაღაზიებში. ის განსაკუთრებით ხორცის ფასმა გააოცა, როცა რუსეთში ღორის ხორცი 8-დან 11 ლარამდეა, აქ ფასი 15 ლარიდან იწყება. საქონლის ხორცზე (ძვლის გარეშე), ფასი 15-16 ლარში მერყეობს, ჩვენთან კი, 24 ლარიდან იწყება. რატომ არის საქართველო რეგიონში კი არა, მთელ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი პროდუქტების მიმართულებით და რატომ არ აკონტროლებს ამას არავინ?

დავიწყოთ იმით, რომ კონკურენციის სააგენტო, უბრალოდ, არ მუშაობს და არ აკონტროლებს, რამდენ ფასნამატს ადებენ პროდუქტებზე. თუ გახსოვთ, მედიკამენტებზე, მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა ხმაური რომ ატეხა და 1000%-იანი ფასნამატები ისე თუ ასე დაარეგულირა, იგივე პროცედურაა ჩასატარებელი პროდუქტების მიმართულებითაც, მაგრამ…

„ფარმაცევტულ ბაზარზე მმართველი გუნდის მომხრეები ნაკლებად არიან ჩართულები, ამიტომ, ამ ბაზარს ადვილად შეუტიეს. რაც შეეხება კვების პროდუქტებს, მათ შემოტანას, 98%-ით სწორედ „ოცნების“ დეპუტატები, ან მაღალჩინოსნები აკონტროლებენ და ამიტომ, ჩარევა არავის სურს, რადგან ფული როგორც ჩინოვნიკებს, ისე შავ ყულაბას მოაკლდება. შედეგად, ზარალდება მოსახლეობა და ეს „ზემოთ“ ნაკლებად აინტერესებს.

ის თუ იცით, ოფიციალური მონაცემებით, უკუპანტ რუსეთში, სიძვირით განთქმულ მოსკოვში, ოთხსულიანმა ოჯახმა რომ მიკვებოს, თვეში 600 ლარამდე ჰყოფნის და რაციონში შედის თევზი კვირაში ორჯერ, ხორცი კვირაში სამჯერ, რძის პროდუქტები ყოველ დღე და ა.შ. ახლა, იგივე ჩვენ რეალობაში გადაიანგარიშეთ და მიხვდებით, რომ 600 ლარი შესაძლოა ერთი კვირაც კი არ გეყოთ. აქცენტს ოკუპანტ რუსეთზე იმიტომ ვაკეთებთ, რომ ორ წელზე მეტია, რუსეთს სანქციები ადევს და წესითა და რიგით, ყველაზე მეტად, სწორედ მათ უნდა უჭირდეთ სურსათის მიმართულებით, მაგრამ, ნურას უკაცრავად, მაგ მხრივ ჩვენზე დალხენილად არიან. არაფერს ვამბობთ ისეთ ქვეყნებზე, როგორებიც ჩეხეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, გერმანია და ესპანეთი არიან. კვება იქ ბევრად იაფია, ვიდრე საქართველოში და ეს ჩვენთვის თითქოს ნორმად იქცა. თითქოს, ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ ემიგრაციიდან დროებით თუ მუდმივად დაბურნებული საქართველოს მოქალაქეები, გაოცებას არ მალავენ აქაური ფასებით, მაგრამ საქმე გაოცებაზე იქეთ აღარ თუ ვეღარ მიდის.

ეროვნულმა ბანკმა კი, ბოლო სამ თვეში იმაზე მეტი დოლარი გაყიდა, ვიდრე გასულ წელს მთლიანად. ეს კი, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, გაუფასურებული ლარის ბრალია. ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა დაიწყო და იმის მიუხედავად, რომ ექსპერტები ამტკიცებენ, საამისო მიზეზი არ არსებობსო, ლარი არ ჩერდება და თუ ეროვნული ბანკი დოლარის გაყიდვის გარდა, სხვას ვერაფერს მოიფიქრებს, ლარის გაუფასურება გაგრძელდება. ახლა, ქვეყნისთვის და ლარისთვის, ერთი მსხვილი უცხოური ინვესტიცია წამალი იქნებოდა და ხელისუფლების კულუარებში ეჭვი აქვთ, რომ დაახლოებით 100-მილიონიანი ინვესტიცია თვის ბოლომდე შემოვა და ის ივანიშვილთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია იქნება. ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ფინანსების დაზოგვას რომ არ აპირებს, უკვე ითქვა და პარტიული სალაროს გარდა, „ოცნებას“ არჩევნებისთვის, მისი ყულაბის იმედიც უნდა ჰქონდეს. აი, თუ ანაკლიის პროტის მშენებლობა მალე დაიწყება და ჩინური კომპანია დასაწყისისთვის ერთი მილიარდით მაინც შემოვა, ესეც დიდი შვება იქნება. ისე, ლარის გაუფასურების გამო, კიდევ უფრო გაძვირებული პროდუქტი, ლარის გამყარების შემდეგ რომ არ გაიაფდება, ამასაც მიჩვეული ვართ და არც ვაპროტესტებთ.

ცოდვა გამხელილი სჯობს და, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, საკვებ პროდუქტზე კონტროლი გააძლიერა, აქაოდა, ძალიან ძვირად თუ ყიდით, ხარისხიანი მაინც გაყიდეთო. დარღვევები მცირეაო, მეწარმეები თუ შემომტანები გვამცნობენ, და რეალურად, დარღვევები შემოწმებული პროდუქტების 13%-ში აღმოჩნდა, რაც ცოტა კი არა, ძალიან ბევრია. შედარებისთვის, ნიდერლანდებში ჩატარებული კონტროლის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, დარღვევები შემოწმებული პროდუქტების 0.4%-ში აღმოჩნდა, რაც ჩვენი გადმოსახედიდან ძალიან ცოტაა, იქაურებს კი, ესეც ებევრათ.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამინდების გამო, წელს საქართველოში ძალიან ბევრი თივა იქნება და თივის ფასი უკვე იაფია. თავად განსაჯეთ, მორწყვა, გათიბვა, დაპრესვის შემდეგ, თივის მწარმოებლებს ერთი პრესი დაახლოებით 3 ლარი უჯდებათ, ბაზარზე მისი ფასი კი, დღეის მდგომარეობით, 3.50-4.00 ლარია, ანუ, ერთი პრესიდან 0.5-1 ლარამდე რჩება, რაც კატასტროფული შედეგია და მოგებაზე საუბარიც ზედმეტია, რადგან არსებობს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომელსაც ვერავინ გაექცევა და თივის მწარმოებლები უკვე წუწუნებენ, რომ დიდ ფერმებს მათი საქონელი იაფად სურთ, რძის პროდუქტებსა და ხორცს კი, ფასი მაინც არ აკლდებათ.

სხვა აბა რა გითხრათ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს და ნაცვლად იმისა, რომ კომპაინებს გულშემატკივრებისთვის ხელი შეეწყოთ და შეღავათიანი პირობები შეეთავაზებინათ, უფრო გააძვირეს ყველაფერი და ღია სივრცეში ფეხბურთის ყურებს, თუ ის სახელმწიფოს მიერ არ არის ორგანიზებული, იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე გერმანიაში, მატჩზე დასასწრები ბილეთი. გერმანელმა ექსპერტებმა დათვალეს და იმ ერთი თვის განმავლობაში, როცა მათ ქვეყანაში ევროპირველობა ჩატარდება, ტურიზმიდან ბიუჯეეტში მილიარდი ევრო შევა. ჰოდა, ქართული კომპანიები იგივე პერიოდში, აშკარად უფრო მეტის შოვნას გეგმავენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved