• რეკლამა
  • კონტაქტი
00:48, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიორგი ვაშაძის განცხადება იყო დაუშვებელი, ჩემთვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელი” – ვიკა ბუკია

ალია ავტორი - ალია
21:29 06-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,424

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:

გიორგი ვაშაძის განცხადება იყო დაუშვებელი, ჩემთვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელი. ჩემს რეპლიკაზე, რომ იმედია აუტიზმში შეურაცხმყოფელი ფორმა არ უგულისხმია – მან იქვე მიპასუხა, რომ ნამდვილად არ უგულისხმია ის, რაც მოვისმინეთ. თუმცა მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს თავად მან და როგორც მეტი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო პირმა ბოდიში მოიხადოს. ეს ჩემი აზრია.
აი, რატი იონათამაშვილმა, ქოცმა დეპუტატმა, რომელმაც ეს ეთერი დაიხვია ფარისევლურად, საერთოდ ხმა არ ამოიღოს როცა საუბრობს სპექტრის მქონე ბავშვებზე. ნუ ახსენებს იმ ბავშვებს, ვისაც მომავალი წაართვა. ასევე არ ახსენოს შშმ პირები, რადგან ის თავად წარმოადგენს შშმ პირს, რომელსაც ნული მგრძნობელობა აქვს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ. მის მიერ მიღებული რუსული კანონი ამის მაგალითია.
ის არის არამზადა დეპუტატი, რომელმაც არათუ სამშობლო გაყიდა, არამედ დაუკარგა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს იმედი უფრო მარტივად დაძლიონ ყოველდღიური გამოწვევები, იცხოვრონ სრულფასოვნად და ღირსეულად, ნაკლები ბარიერებისა და შეზღუდვების ფინზე, რადგან მხოლოდ ევროპაზე გადის ის გზა, რომელიც ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვისაც კი ადვილად გადასალახია. ხოლო რუსეთში ყველას ცხოვრება სულ უფრო ჯოჯოხეთურია და იონათამაშვილს თუ უნდა თავად შეუძლია გამოსცადოს საკუთარ თავზე, სხვებს კი დაანებოს თავი.
პოლიტიკოსებო, ვისაც პროდასავლური სწრაფვა გაქვთ და სურვილი გახადოთ ქვეყანა ევროპის ნაწილი. ძალიან კარგად იცით, რომ ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული არაა, ევროპული ფასეულობები პირველ რიგში დაშენებულია ემპათიაზე, თანასწორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე, ამიტომაც მივისწრაფვით იქ; ჰოდა ეს ყველაფერი ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ ჯერ. გმართებთ მეტი დაფიქრება, სანამ თქვენი სიტყვებით გულს ატკენთ კარგ ხალხს და გაახარებთ კოლექტიურ რატის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved