• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, შაბათი, 2 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასეთ ოლქში შევედით პატრიარქის, ზვიადის და მიშას მტრებად შერაცხული „ელჭიპიტი იეღოვლები“ ბიძინასთან საჭიდაოდ“ – რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:37 06-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
378

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გრძელი პოსტია, მაგრამ ძალიან მინდოდა დამეწერა.
გუშინ ერთ გონიერ ადამიანს შევხვდი და მასთან საუბრითაა ინსპირირებული. (ამის მერე ფეხბურთელებზე ვილოცებ, აღარ მოვცდები).
——
? ქართველი პოლიტიკოსების უდიდეს უმრავლესობას ქართველი ხალხი არ მოსწონს, ცუდ ხალხად თვლის.
ამის მიზეზი ისაა, რომ საკუთარ წარუმატებლობას ხალხს აბრალებენ და ჩვევაში აქვთ ხალხის ლანძღვა ლუზერების პედისტალიდან. („ეს ავანტყოფი ერია“, „ხალხი კარტოფილზე იყიდება“, „ქართველ ხალხს შინაარსი არ აინტერესებს“) …
საკუთარ წარუმატებლობას ხომ ხსნიან ასე, მაგრამ აქ არ ჩერდებიან და სხვებსაც იგივეს ჩააგონებენ – „არავის უნდა შენი შინაარსი, ქართველ ხალხს ბელადი სჭირდება“, „ტყუილად წვალობთ, ქართველ ხალხს მაინც მოისყიდიან“..
რაც ხშირია მარცხი, მით მეტად იბერება პოლიტიკოსების ეგო – „შენ კარგი ხარ დედიკო, ხალხია დებილი და არ გიმსახურებს“…
ეს შეძახილები წლების განმავლობაში იყო ჩემი ყოველდღიურობა, სანამ პირიდან ცეცხლი არ გამოვტყორცნე და ყველა party pooper-ი არ გადავწვი.
ეს ძალიან ბრძნული მოქმედება იყო, იმიტომ რომ ახლა, თითქმის აღარვინ მაწუხებს საკუთარ უსუსურობაზე მორგებული, არაკვალიფიციური შეგონებებით.
ეს ამპარტავანი ლუზერები სინამდვილეში არიან უმეცრები.
ეჭვი სულ მქონდა რომ უმეცრები არიან, მაგრამ 2020 წლის შემდეგ, როცა გიგას არჩევნების გამო ამომრჩეველი გავიცანი, იქ მთელი თვალსაჩინოებით დავინახე, რომ ქართული პოლიტიკის მანქანას ბორბლები არ აქვს – აგურებზეა შეყენებული და ევაკუატორით ექაჩებიან.
? ერთ ამბავს მოვყვები:
2020 წელს გიგამ კენჭი ჩვენთვის ძალიან რთულ რეგიონში იყარა.
ფოთი და ღრმა სამეგრელო – სენაკი, ხობი.
ასეთ ოლქში შევედით პატრიარქის, ზვიადის და მიშას მტრებად შერაცხული „ელჭიპიტი იეღოვლები“ ბიძინასთან საჭიდაოდ.
რა დაგიმალოთ, და მე ძალიან ამანთო გამოწვევამ – მაინტერესებდა პროცესი, მაინტერესებდა ეს ორი „იეღოველი“ რას შევძლებდით უკიდურესად პატრიარქალურ ოლქში… (თითქმის 7 პროცენტი ავიღეთ ორმა ელჭიპიტიმ მაშინ, როდესაც პარტიის ნაციონალური შედეგი 3.7 იყო და ამიტომ არ მაქვს დარდი, რომ ახლაც ავიღებთ მაგდენს უპრობლემოდ, შრომის შედეგად).
სანამ ჩავიდოდი ძალიან ბევრი წავიკითხე არჩევნებზე…
პროცესი შევისწავლე, დავალაგე თავში გეგმები, როგორ დავიწყებ რეგიონის შემოვლას ჩვენი ამომრჩევლებით, როგორ გამაცნობენ ისინი თავიანთ მეზობლებს, ნათესავებს, როგორ გავიშლი მზის სხივებად მხარდაჭერას ჩვენი ბირთვიდან….
მაგრამ სამეგრელოში ჩასულს ყველაფერი თავდაყირა დამიდგა.
გაირკვა, რომ არათუ ჩემმა პარტიამ, არამედ არცერთმა პარტიამ არ იცის ვინაა მისი ამომრჩეველი.
გაირკვა, რომ არცერთი პარტია ამომრჩეველს არ იმახსოვრებს და არ ინახავს ბაზაში, რომ მას არჩევნებიდან არჩევნებამდე ანგარიში აბაროს.
(არადა მანამდე სულ მესმოდა, რომ ვიღაც ხალხია ჩვენს პარტიაში, რომელიც სუპერკომპეტენტურია არჩევნების ჩატარებაში – თურმე, რეალურად არჩევნების გაყალბება სცოდნია ამ ხალხს და არაფერი სხვა და რადგან თვითონ არ არიან ხელისუფლებაში რომ გააყალბონ, ლუზერებად რჩებიან)
ნაცებმა თუ იციან რაღაც ამომრჩეველზე, მხოლოდ იმიტომ იციან, რომ ამომრჩეველმა იცის „ოპოზიცია რომ ნაცებია“ და ეს არა ნაცმოძრაობის პარტიული შრომის შედეგი, არამედ უბრალოდ 2003 წლიდან შეჩვეული ჭირია და თუ ადამიანი ოპოზიციაა, უნდა ივარაუდო რომ ნაცია – სხვა არფერი იცის და გაუგია, თუ სხვა ნომერი შემოუხაზავს, რომელიმე კოორდინატორი მეზობლის ხათრით, ან იმიტომ, რომ იქირავეს, თორემ პარტიასთან, შინაარსობრივად, არანაირი ბმა არ გააჩნია.
ანუ სამეგრელოში ჩასვლიდან პირველივე კვირაში მივხვდი, რომ ქართული პოლიტიკის მანქანა „დასტუკებულია“ – არცერთმა პარტიამ არ იცის ვინაა მისი ამომრჩეველი, არცერთმა პარტიამ არ იცის რა ტკივათ მათ, არცერთი პარტია არ ელაპარაკება ამომრჩეველს არჩევნებიდან არჩევნებამდე, არცერთი მათგანი არ გამოხატავს იმ ამომრჩევლის ნებას, რომლის ხმებიც მიიღო – როგორ უნდა გამოხატავდეს, თუ არც კი იცის, ისინი ვინ არიან, რა უხარიათ, რა სწყინთ, რა მისწრაფებები აქვთ…
ამ ყველაფრის გაცნობიერებამ ჯერ ძალიან გამაბრაზა (გამაბრაზა რომ ხალხს ბრალდება პოლიტიკოსების დისფუნქციურობა და უნიჭობა), ოღონდ მერე ძალიან გამახარა…
ავადმყოფობაში გასახარი არაფერია, მაგრამ როცა დიაგნოზი იცი, გაცილებით უფრო მარტივია მკურნალობა, ვიდრე გაურკვევლობაში ხელების ფათურით.
სამეგრელომ და სამეგრელოში მიღებულმა შედეგმა ძალიან ამანთო და სრულიად სხვა შესაძლებლობები დამანახა.
გიგას პარტიიდან ის უმეცარი ღორები რომ არ წასულიყვნენ, მე ჩემთვის გავაკეთებდი იმას, რაც სამეგრელოში ვისწავლე, მაგრამ რადგან გამახარეს და სამარცხვინოდ გაასხეს, ზუსტად ისე, როგორც ეკადრებოდათ – ცხადია გიგას პარტიაში დავიწყე იმის კეთება, რაც სწორი ქართული პოლიტიკური მანქანის შესაკეთებლად ჩავთვალე საჭიროდ – პირველ რიგში ჩვენი ღირებულებების ამომრჩეველის იდენტიფიცირება და მასთან სინერგიის ძიება იმ შინაარსით, რომელიც ჩვენია.
ამ უნიჭო დინოზავრების მიერ განადგურებული პარტიის ნანგრევებზე ახალი შენობის დადგმა რომ დავიწყეთ, სულ ერთი ამბავი მამხნევებდა:
როდესაც არჩევნების სტრუქტურული პრობლემა აღვიქვი, მივხვდი რომ როგორც სწორია, ვერ ვიმუშავებდი, ახალი გეგმა დავაწყვე…
? დამატებით კოორდინატორების აყვანას, გიგამ და მე ვარჩიეთ რა ფულიც გიგასთვის ავწიეთ, იმით უკეთესი საქმე გაგვეკეთებინა და ფოთელი, სენაკელი და ხობელი ბავშვები გაგვერთო – ვიფიქრეთ, კორუმპირებულ სისტემაში ფულის ყრას, აგერ ბავშვებს გასართობი არ ჰქონიათ, გავართობთ, სიხარულს მოვგვრით და ბოლობოლო რომ გაიზრდებიან იმას მაინც გაიხსენებენ რომ ბავშვობაში ორი „ელჭიპიტი იაღოველი“ მიკიმაუსთან და ოჩოფეხებიან კაცთან ერთად სოფლებში შეუვარდათ, ათამაშა, გაართო, ფეიერვერკები ისროლა, ამაში არაფერი ითხოვა და თავის გზას გაუდგა.
საგზაო რუკა ასეთი იყო:
დილას ვდგებოდით, მივდიოდით რომელიმე სოფელში ან უბანში მე და ჩემი ბრემენელი მუსიკოსები.
ცენტრში იშლებოდა გასართობი სცენა.
მე დავდიოდი კარდაკარ და ვარიგებდი მოსაწვევებს ბავშვებისთვის საღამოს ღონისძიებაზე (სადაც მათ პოლიტიკით საერთოდ არავინ აწუხებდა).
ცხადია ოჯახებში მეპატიჟებოდნენ, ნალივკას ან ჭაჭას მასმევდნენ, მელაპარაკებოდნენ თავიანთ ცხოვრებაზე…
მერე უკვე, გვიან, მთელი სოფლის ბავშვები იკრიბებოდნენ გასართობად ცენტრში და გვერდიდან ვუყურებდი მათ სიხარულს – კმაყოფილებით.
ხოდა აი ამ ბავშვების თვალიერებაში ერთი რამ გამოიკვეთა:
? ბავშვებში ბევრი იყო ისეთი, ვისაც ქართული ოცნების მაისური ეცვა – მეტწილად მშობლის – სასაცილოდ და საყვარლად აფართხუნებდნენ როდესაც უჯმა რაღაც თამაშების შესრულებას თხოვდა.
ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა და ბედნიერება – ერთგვარი ევრიკა.
ყველა ოჯახისთვის ბავშვი არის ყველაზე ძვირფასი, რაც ოჯახს გააჩნია და გამონაკლისები წესს ადასტურებენ.
როცა მათთვის ყველაზე ძვირფასისთვის სიკეთე გავაკეთე, ბარიერები გავარღვიე.
ბავშვების სიკეთეზე მშობლებმა უარი ვერ თქვეს, ვერ უთხრეს ბოკერია და ჩერგო ბოროტები არიან და იქ არ მიხვიდეთ, გაგრყვნიანო…
გამოუშვეს გასართობად და თავდაცვისთვის ქართული ოცნების მაისურები ჩააცვეს, რომ ავტორიტარულ რეჟიმს მათ ლოიალობაში ეჭვი არ შეპარვოდა.
? ეს ამბები იმისთვის მოვყევი, რომ უფრო თვალსაჩინოდ ამეხსნა რატომ მძულს პოლიტიკური სპექტრი და რატომ მჯერა, რომ თუ ქართული პოლიტიკა სისტემურად გადავტვირთეთ და ქვემოდან ზემოთ ამოვიყვანეთ პროცესი, მოქალაქეებისთვის ძვირფასს დავუკავშირეთ და ამომრჩეველთან სინერგია დავამყარეთ – ქართული პოლიტიკური მანქანა გაიმართება და ცვლილებების პროცესი შეუფერხებლად ისრიალებს.
იმისთვის, რომ სისტემური გადატვირთვა სწრაფად და იაფად შევძლოთ, აუცილებელია რომ პოლიტიკური პროცესს ამომრჩევლის ინტერესები მართავდეს – data driven იყოს.
და ზუსტად ვიცი, რომ ამ რწმენაში მართალი ვარ!“
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი
ახალი ამბები

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი

17:09 08-01-2025
ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved