• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებლის როლსა და პერსპექტივებზე ისაუბრა

ალია ავტორი - ალია
13:59 06-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
160

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნუგზარ ბერიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. მან ისაუბრა აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიურ მომხმარებელსა და მის პერსპექტივებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.

ნუგზარ ბერიძის თქმით საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ სახელმწიფოს, აქვს ვალდებულება მიუერთდეს მე-4 ენერგეტიკულ პაკეტს და მოახდინოს მისი იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში. აღნიშნული საუკეთესო საშუალებაა „ნეტო-აღრიცხვის“ რეგულაციის განსავითარებლად. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ნეტო აღრიცხვის ახალ პერსპექტივებზე.

“განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებელი (პროსიუმერი – Produser+Consumer)
არის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც მის მფლობელობაში არსებულ  შენობა-ნაგებობაში აწარმოებს განახლებად ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და რომელსაც შეუძლია შეინახოს ან გაყიდოს წარმოებული განახლებადი ელექტროენერგია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასაყოფაცხოვრებო განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებლისთვის ეს საქმიანობა წარმოადგენს ძირითად კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას. ამ შემთხვევაში უმთავრესი ამოცანაა საკუთარი მოხმარების მაქსიმალური დაკმაყოფილება, ხოლო გამანაწილებელ ქსელში გაცემული ენერგია, ყოველსაათური სიდიდით იყიდება ან/და გადაეცემა სხვა მომხმარებლებს. ქსელში გაცემული ელექტროენერგიის ვირტუალური დაგროვება და გაქვითვა არ ხდება. თვითმომხმარებლის წარმოების საშუალების მიერ წარმოებული ელექტროენერგია სრულად უნდა იქნეს აღრიცხული, ადგილზე მოხმარებული ენერგიის ჩათვლით. ქსელში გაცემული ელექტროენერგია შეიძლება სარგებლობდეს მხარდაჭერის სქემებით ან გაიყიდოს ბაზარზე შესაბამისი საბითუმო ფასით ინდივიდუალური პირის ან აგრეგატორის მიერ ან გაზიარდეს გარკვეული ჯგუფის ფარგლებში,“ – განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ეთხოვა ფერმერებისა და შინამეურნეთათვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე სასწავლო კურსების ორგანიზება.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved