• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს“ – ილია მეორე

ალია ავტორი - ალია
16:13 06-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილში, რომელიც წიგნის, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ წარდგენისას წაიკითხეს, ნათქვამი:

„დღეს საზოგადოებას წარედგინება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნი – ალბომი, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედ სალოცავებს როგორც მართლმადიდებლურს, ისე სხვა ქრისტიანულსა და არა ქრისტიანულს. იგი, ფაქტიურად, გაგრძელებაა წინა გამოცემებისა, – „თბილისში მოქმედი სალოცავები, საკულტო ნაგებობები“ (როგორც ამას ავტორები უწოდებენ) და „ოკუპირებული მემკვიდრეობა“. ამ წიგნებით დასრულდა აღწერა საქართველოში მოქმედი ტაძრებისა და სალოცავებისა და აღსრულდა უდიდესი საქმე, – შედეგი არაერთი ადამიანის თავდაუზოგავი შრომისა, წარმომჩენი ჩვენი მრევლის, ჩვენი მღვდელმთავრების და სასულიერო პირების მუშაკობისა. მოცემული მასალა ნათლად ასახავს, შედარებით მცირე პერიოდში თუ რამდენი ტაძარი აღდგა, რესტავრირდა და რამდენიც ახლად აშენდა სადიდებლად ღვთისა და სამსახურებლად ერისა ჩვენისა. ეს არის XXI საუკუნის I მეოთხედის ჩვენი ქვეყნის ერთგვარი სულიერი ფოტო-მატიანე. წარმოდგენილი ნაშრომები თავისთავად ითხოვს გაგრძელებას. ვგულისხმობ თუნდაც იმ ეკლესია-მონასტრებსა და სალოცავებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით არ არის მოქმედი ან ნანგრევის სახითაა შემორჩენილი. მათი აღწერაც მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სრული ინფორმაცია გასაკეთებელი საქმის შესახებ. ასევე, სასურველია, საზღვარგარეთ არსებული ჩვენი ეკლესიების წარმოჩენაც.

მინდა, დავლოცო ბატონი ზაზა ვაშაყმაძე, რომლის მონდომებით და ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული წიგნების დაბეჭდვა და არაერთი სხვა უმნიშვნელოვანესი გამოცემა; დავლოცო მისი სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი და შემდგომი წარმატებები ვუსურვო მათ საღვთო და საქვეყნო საქმეთა აღსრულებაში. საქართველო ოდითგანვე გამორჩეულია შემწყნარებლობით, რასაც მოწმობს მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვა რელიგიების არაერთი საკულტო ნაგებობის არსებობაც. მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს.  შევთხოვ ღმერთს, მშვიდობითა და ერთობით აკურთხოს ჩვენი მოსახლეობა და სრულიად საქართველო, ამინ“

თეგები: ილია მეორე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved