• რეკლამა
  • კონტაქტი
11:43, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი“ – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:37 06-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
733

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხდა:

„აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა თემა არის არასერიოზული რა თქმა უნდა, დიდად ასეთ თემას ჩვენ ვერ ჩავუღრმავდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციებიც იყო აბსოლუტურად არასერიოზული.

„თქვენ გახსოვთ, თავის დროზე დაწესდა სანქციები 4 მოსამართლეზე, ეს იყო სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ესეც იყო აბსოლუტურად არასერიოზული ნაბიჯი და მას ჰქონდა აბსოლუტურად ნული ეფექტი, მხოლოდ კონტრპროდუქტიული იყო. მხოლოდ ამერიკისთვის იყო დამაზიანებელი. როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 4 მოსამართლეს დაუწესეს სავიზო შეზღუდვები, ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის იმიჯი საქართველოში. მტკიცებულებები მოვითხოვეთ და ვერ წარმოადგინეს, ასეთი რაღაცები აზიანებს ამერიკის იმიჯს.

მოსამართლე უნდა იყოს ყველაზე მეტად დაცული საჯარო მოსამსახურე, ფართო გაგებით, მოსამართლეც არის საჯარო მოსამსახურე – ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული. მაგალითად, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება ე.წ. ბანგალორის პრინციპებს და მოსამართლის დასჯა დისციპლინური წესით დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში. ასეთ დროს კონკრეტული სახელმწიფო ჩვენს მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ასანქცირებს. ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპის უხეში დარღვევა, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აზიანებს აშშ-ის ინსტიტუციების იმიჯს, რაც ძალიან სამწუხაროა. მტკიცებულების გარეშე სხვა როცა ასანქცირებს მოსამართლეებს, ეს აზიანებს მხოლოდ სანქციის დამწესებლის იმიჯს“

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved