• რეკლამა
  • კონტაქტი
09:06, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზაფხული დასაწყისიდანვე საკმაოდ ცხელი იქნება… შიგადაშიგ წვიმებით” – როგორი ამინდები გველოდება ივნისში

ალია ავტორი - ალია
10:16 06-03-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
204

უცხოელი კლიმატოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ პლანეტაზე წელს ძალიან ცხელი ზაფხული იქნება. ჩვენ დავინტერესდით საქართველოს ამინდის პროგნოზით, თუ როგორი იქნება მდგომარეობა ჩვენთან ამ კუთხით და საინტერესო საკითხებზე გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება.

– ქალბატონო ხათუნა, მაისის წვიმების შემდეგ როგორი ამინდი გამოდის, როგორი იქნება ივნისი?

– ივნისი მთლიანად არის საკმაოდ თბილი, როგორც დასავლეთ, ისე – აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა ერთი-ორი გრადუსით მაღალია, კლიმატთან შედარებით. შავი ზღვის სანაპიროზე 21-23 გრადუსია მოსალოდნელი, კოლხეთის დაბლობზეც 22-24 გრადუსი, რაც ასევე ორი გრადუსით მაღალია. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა 19 -21 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 15-17 გრადუსი, ასევე, ერთი-ორი გრადუსით მაღალია ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში. ქართლში და კახეთში 20-23 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის მთიან რაიონებში – 18-20, ხოლო მაღალმთიან რაიონებში – 15-16 გრადუსი იქნება. თუმცა ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, დღის ტემპერატურამ მოიმატოს კიდეც და მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპიროზე 33-36 გრადუსამდე ავიდეს. კოლხეთის დაბლობზე კი – 35-38 გრადუსამდე. საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა.
რადგან საშუალო ტემპერატურა ერთი-ორი გრადუსით მაღალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ დღეებში მაღალი ტემპერატურა იქნება. შეიძლება ზოგან მთლად 39 გრადუსამდე არ ავიდეს, მაგრამ ცხელი დღეები იყოს ცოტა ხანგრძლივი. ცალკეულ დღეებში შეიძლება მოიმატოს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 32-35 გრადუსამდე და მაღალმთიან რაიონებში კი – 28-31 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში – 32-37 გრადუსამდე, კახეთში, შეიძლება, 38 გრადუსამდეც მიაღწიოს, ზოგიერთ დღეებში.

მათ შორის – თბილისშიც იქნება მაღალი ტემპერატურა. დასავლეთ საქართველოში ამ დღეებშიც შეიძლება მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს, მაგალითად 8 ივნისს 35-36 გრადუსამდე ავიდეს კოლხეთის დაბლობში ტემპერატურა. აღმოსავლეთშიც კი იმატებს, მაგრამ იქ, დაახლოებით, 32-33 გრადუსამდე. ძალიან მაღალი ტემპერატურა უფრო ივნისის შუა რიცხვების მერე იქნება, ბოლოსკენ შეიძლება დაფიქსირდეს 37-38 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოში.

– მთელი მაისი წვიმიანი იყო, ახლა სრულად გამოიდარებს?

– მაგალითად, 1 ივნისს ველოდებით როგორც დასავლეთ, ისე – აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერ წვიმას, ზოგან ძლიერი ქარიც იქნება, გაძლიერდება 13-22 მეტრ წამამდე და შეიძლება იყოს სეტყვაც. საკმაოდ სერიოზული შემოჭრაა. 2 ივნისიდან უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურაც იმატებს. შიგადაშიგ წვიმები იქნება, 10 ივნისიდან 17-მდე ისევ წვიმიანი ამინდია, როგორც დასავლეთში, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში. ცალკეულ დღეებში წვიმები კი იქნება, მაგრამ ნალექს რაც შეეხება, ძირითადად, უფრო ნორმის ფარგლებში იქნება.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved