• რეკლამა
  • კონტაქტი
13:21, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ისევ ურეკავენ და აგინებენ

ალია ავტორი - ალია
14:04 06-02-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
486

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათ გვიან ღამით ისევ ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ. ისინი მათ შეცვლილ მეთოდებზეც საუბრობენ და ყვებიან, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ახლა “ოცნების” პროპაგანდისტები სხვადასხვა თხოვნით ურეკავენ, მათ შორის, უყვებიან, რომ სოფლიდან სხვადასხვა პროდუქტი გამოატანეს და შეხვედრას სთხოვენ.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანის პოსტს სოციალური ქსელიდან:

ნანა დიხამინჯია:
შუაღამით მთელ ოჯახს გვირეკავდნენ თურმე. ერთი და იგივე ნომრიდან – მე, დედაჩემს და ჩემ დას. ზუსტად იგივე ნომრიდან დაურეკეს წუხელ ჩემი კარგი ნაცნობების – ზაზას და ქეთოს ოჯახის ყველა წევრს, აგინეს და საშინლად დაემუქრნენ.

გული მერევა, სახელმწიფო რომ ამ დონეზე დაეცა.

აფხაზეთის ომი გვაქვს გამოვლილი, თქვე უბედურებო, ზარებით შეგვაშინებთ?

უბრალოდ გაიაზრეთ, რას აკეთებს მთავრობა – რამდენ ადამიანს ულპობს სულს – აიძულებს, რომ თავის საუკეთესო ათასობით თანამოქალაქეს დაურეკოს და აგინოს. 1984 გადაიკითხეთ. ტირანიის ყველაზე დიდი დანაშაული ადამიანობის მოშლაა. თავისუფალი სახელმწიფო დამპალი ადამიანებით არ შენდება. ჩუმად მყოფებო, ისევ თქვენ მოგიწევთ ამ სიდამპლეში ცხოვრება. თქვენს შვილებს მოუწევთ, – წერს დიხამინჯია.

ანა სუბელიანი:
რაღაც ახალი მოიფიქრეს, სრულიად გამაოგნებელი.

მირეკავს ვაიბერში უცხო ნომერი. არ ვპასუხობ. რამდენიმე ზარის შენდეგ ავიღე, ოღონდ ხმას არ ვიღებ, ველოდები გინებას. უცებ ნორმალური ხმით მიწყებს ტიპი საუბარს. ვფიქრობ, რო კლასიკური ზრდილობიანი შესავალია გინების. ანა ხარო? არც ვაციე, არც ვაცხელე, შენ ვინ ჩემი ყლე ხარ მეთქი)) რატო მკადრებთ ეგეთ რამეს, ხობიდან ჩამოვედი ამხელა გზაზე, თქვენთვის მარწყვი ჩამოვიტანეო და მგონი არ ვიმსახურებო.

მეთქი, ვოთ? დავუშვი, იქნებ რამე სხვა ხდება მართლა, ან რამე ეშლებათ მეთქი და ბოდიშები ვუხადე. ისეთი ტონით მელაპარაკებოდა, კიდე იქით გაბუტული და ნაწყენი იყო. მეთქი რავი, მოგეხსენებათ რა დროში ვართ და თქვენ შეიძლება არაფერ შუაში ხართ, მაგრამ ღამის ორ საათზე უცხო ნომრიდან რო მირეკავთ და არც ის ვიცი, ვისგან რას მიგზავნით, როგორ უნდა ვენდოთ მეთქი. გიორგი თოფურიამ ჩამირიცხა ეს თანხაო, ჩამაწერინა თქვენი ნომერი და მანქანაში მიდევს 150 ლარის მარწყვი თქვენთვის ჩამოტანილიო )) კაი, მეთქი, ან ნომერი გამომიგზავნე მაგ ადამიანის, ან სქრინი ჩამიგდე ჩარიცხვის და იმის, თუ როგორ მოგწერა ამის შესახებ, ან თვითონ შემეხმიანოს მეთქი.

რამდენიმე წუთში მირეკავს ისევ, უეჭველი უნდა მოგიტანოთო, ასე მითხრაო. არა, ვერაფერს ვერ მომიტანთ, რანაირად გგონიათ, რო ასე უცხო ადამიანს ამ შუაღამეს მოგიშვებთ ჩემამდე რაღაც აბსურდით მეთქი და ეს ანგელოზის ტყავში გადაცმული ქოცი იხსნის ნიღაბს და იწყებს გინებას ტრადიციულად. მეც ვაგინე შეძლებისდაგვარად, ისეთ ადგილას ვარ, ხმას ვერ ავუწევდი და ცოტა გამიჭირდა, მაგრამ რაც შემეძლო, არ დავაკელი. გავუთიშე და შემდეგ დარეკვაზე გადავწყვიტე ჩავიწერ მეთქი და სპიკერზე ჩავრთე. ამჯერად უკვე ისეთი ბინძური ენით გინებას მოჰყვა, რო აქამდე არცერთს არ უკადრებია მთლად ეგეთებიც. ვცადე გადამეფარა, მარა ბავშვი გამიგიჟდა ამ ყველაფრის მოსმენაზე.
ანუ, ტიპებს ეგონათ, რო 150 ლარის მარწყვზე დავყლევდებოდი და სადმე შევხვდებოდი? და მერე რას მიპირებდნენ, საინტერესოა.

ჩემს შვილს შევპირდი, რო ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდ მოგონებებად დარჩება და აუცილებლად მალე ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც ასეთ ზარებზე ეგრევე საშინელებებს აღარ ვიფიქრებთ. ამ ყლეებს კიდე სახელოვან დედმამისტყვნას ვპირდები! ეს ნაბიჭვრები ესენი.

გამარჯობა სამშობლო! მალე მოგაშორებთ ამ ბაღლინჯოებს, მალე დაგიბრუნდებთ სახეს!, – წერს სუბელიანი.

ქეთო ნინიძე
Მართლა გეუბნებით, ზარები არ ჩერდება. ორი დღეა, გვირეკავენ Მე, ზაზას და 67 წლის დედაჩემს. გვკითხულობენ სახელებით, გვემუქრებიან, გვაგინებენ და რაღაც საოცრებებს ამბობენ. Მაგალითად, დედაჩემის შემთხვევაში თქვეს, ვანიდან ტყემალი გამოგვატანეს და რა მისამართზე გადმოგცეთო. უფროსებს სასაცილოდ არ გვყოფნის ეს სიტლუე, ბავშვებმა ბევრი იტირეს (ბავშვებს ერევიან). Ასეთი იყო 2024 წლის 1 ივნისი ჩემი შვილებისთვის. Სიგიჟეა, რაც ხდება.

Რა “ნაცები”, ხალხო? აზრზე მოდით, საერთოდ, ესენი თუ დარჩნენ ოქტომბერში, რა რეალობაში გავიღვიძებთ. კბილებით გვაქვს დასაცავი ჩვენი ლამაზი ქვეყანა!, – წერს ქეთო ნინიძე.

წყარო: „მთავარი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved