• რეკლამა
  • კონტაქტი
17:10, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მამუკა ხაზარაძის ფაქტს ნამდვილად ვერ ვიხსენებ, ისე კი ძალიან საინტერესო პოსტია“ – რას აქვეყნებს სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:20 05-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,860

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ცისკარიშვილის პოსტს აზიარებს:

„არ/ვერ დავმალავ, რომ კახელების ანდაზების ფანი ვარ. ამჯერად “ვირო მადლიო” გამახსენდა. უფრო გრძელი ტექსტი აქვს ამას ორიგინალ კახურში, მაგრამ ეს გამოვტოვოთ ?. ბოლო დღეებია მთელი დასავლეთი (ევროპა + აშშ) გამუდმებით წუხს – საქართველომ გადაუხვია იმ პროგრესული კურსიდან, რითიც ასე გამოირჩეოდაო. ამას ყველამ ყური კი შევაჩვიეთ, მაგრამ იქნებ გავიხსენოთ ვინ/როდის შექმნა ის კურსი, რისგანაც დღეს გადაუხვიეს რუსქოცებმა, შემთხვევით ვარდების რევოლუციის შემდგომ ხომ არა?
შევარდნაძე – პერესტროიკის არქიტექტორი და ბოროტების იმპერიის თანადამშლელი გორბაჩევთან ერთად უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ევროპასა და ამერიკაში. მიუხედავად ამისა, ის წლების მანძილზე უამრავჯერ ეცადა საქართველო წინ წამოეწია დასავლეთთან დაახლოების კუთხით, მაგრამ ვერაფერი შეძლო – ნავთობსადენის გაყვანაც კი ვერ დაეხმარა. ვერ შეძლო იმიტომ, რომ კორფუციასა და კრიმინალში იყო ჩამპალი ქვეყანა, რუსეთის ფსბ-ს თანამშრომლები იყვნენ საკვანძო თანამდებობებზე და ფაქტიურად სახელმწიფო არ არსებობდა. ეს აფრთხობდა როგორც კერძო ინვესტორებს, ასევე გულგრილს ტოვებდა დასავლეთის ლიდერებს ამ რუსეთისა და კრიმინალის სათარეშო ტერიტორიისადმი.
ჰოდა, შეადარეთ დღევანდელ სიტუაციას, როცა არ დარჩენილა დასავლეთის ლიდერი საქართველოს არ გულშემატკივრობდეს!! ხოლო იმ გუნდის ლიდერი, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაუბრუნა და პირდაპირი გაგებით მსოფლიო მოთამაშე გახადა, დღეს ციხეშია გამოკეტილი. სწორედ მისი ნებით დაფუძნდა საქართველოში ის უამრავი დასავლური “ენჯეო”, ვის ლიდერებსაც დღეს ეთაკილებათ მისი ხსენებაც კი მიტინგებზე, არათუ მისი პოლიტპატიმრის სტატუსის გაპროტესტება. გასაგებია, როცა დღემდე სააკაშვილის ხსენება არ უნდათ უამრავი ჯურის მექრთამის: გაიშნიკების, მებაჟეების, პროკურორების და ა.შ. ოჯახებს, მაგრამ ისევ ვირო მადლი გახსენდება, როცა ხაზარაძის მსგავსებს უსმენ. გუშინ ბრძანა – თურმე “ერთი ბოროტება” გაუსტუმრებიათ 2012-ში და ეხლა ეს მეორეა მოსაშორებელიო. ანუ, გამოდის იმ გასტუმრებულ “ბოროტებას” მისტირიან დღეს დასავლეთში, ხომ? თან ამას ამბობს კაცი, რომელიც 2008 წლის ომის მეორე დღესვე გაიქცა პარიზში და წაიყოლა ათეულ მილიონობით თბს ბანკის მთელი ქეში, რითიც ბანკი ფაქტიურად ბანკროტად აქცია. ბიძინასგან განსხვავებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ მას ეს აპატია ისევ მეანაბრეთა ინტერესებიდან გამომდინარე და თანხა უკან დააბრუნებინა. უმადურობის სხვა ნაირსახეობებიც არსებობს, მაგალითად კრებსითი ბოკერიები, რომელიც კურირებდა სწორედ სასამართლოსა და ციხეების რეფორმებს და დღეს ყველაფერზე სააკაშვილისკენ იშვერს ხელს…
სირცხვილია მე მგონი, არა?“

სააკაშვილი პოსტის კომენტარად წერს: „მამუკა ხაზარაძის ფაქტს ნამდვილად ვერ ვიხსენებ, ისე კი ძალიან საინტერესო პოსტია“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved