• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვითომ სტიგმას ებრძვიან და ამ დროს თვითონ დგანან სტიგმის მხარეს, ვითომ ევროპა უნდათ და ბოლშევიკური ფსიქოლოგიით არიან შეპყრობილი, ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ და მათთვის ადამიანს ფასი არ გააჩნია – რატი იონათამიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:25 05-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

ჩემი ცხოვრების თითოეული დღე მეამაყება, რადგან ჩემი ცხოვრება სავსეა ბრძოლით, საინტერესო თავგადასავლებით, წარმატებით და გამარჯვების ისტორიებით. ძალიან გამიმართლა ჩემს მეგობრებში, გუნდშიც და თანამებრძოლებშიც; რომ მყავს ძლიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი და მეუღლე, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად შემიძლია ვენდო და დავეყრდნო და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველაზე ბედნიერი დღეები კიდევ წინ გვაქვს… ეს ისე, უბრალოდ. იმათთვის, ვისაც წარმატება “ფეისბუქზე” სიძულვილის ნთხევა, კლავიშების ცვეთით თითებზე “მაზოლების” გაჩენა, ცილისწამება, უზრდელობა და კიბერბულინგი გონია. ეს არის ის უზარმაზარი სხვაობა, რაც ჩვენს შორის არსებობს“- წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მისი გამოსახულებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომონტაჟის შესახებ, რომელსაც დამამცირებელი კომენტარები მოჰყვა.

რატი იონათამიშვილი იხსენებს თავისი წარსულიდან მოვლენებს და აღნიშნავს, რომ ეტლი მისთვის თავისუფლების მთავარ აქსესუარად იქცა.

„ცხადია, ეს არც პირველი შემთხვევაა და ალბათ, არც უკანასკნელი, როდესაც არგუმენტების გარეშე დარჩენილი ოპონენტები მიმითითებენ ეტლზე და შეზღუდულ შესაძლებლობაზე, მაგრამ თუ აქამდე ვერ მიხვდა ვინმე, რომ მსგავსი საქციელი ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს, მათ შესახებ კი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააგრძელონ იგივე, ამიტომ მხოლოდ საკუთარი ზნის ლუსტრაციას, კომპლექსებს და არარეალიზებულ ყოფას წარმოაჩენენ“, -აღნიშნავს იონათამიშვილი.

მისივე თქმით, ჩვენი სამყარო ეფუძნება მრავალფეროვნების პრინციპს და იყო განსხვავებული არ ნიშნავს, რომ ხარ უცხო და უცნობი. პირიქით, ჩვენი განსხვავებულობა ამდიდრებს საერთო სიკეთეს და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ეს სამყარო შევცვალოთ უკეთესობისკენ.

„როდესაც, გუშინ ის დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ცხადია, არ მივაქციე ყურადღება. ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ ბევრი შშმ პირი და შშმ პირის მშობელი შემეხმიანა, ვინც საკუთარ თავზე მიიღო ეს ყველაფერი, ამიტომ გადავწყვიტე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.დავიწყებ იმით, რომ 1998 წლის ნოემბრის მერე ჩუსტები არც ჩამიცვამს და არც გამიხდია, მაგრამ დამჭირდა ეტლი. მხოლოდ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი გადაადგილება შემძლებოდა. მაშინ 19 წლის ვიყავი და ამის გაგება მარტივი არ იყო, მაგრამ ოჯახი ბავშვობიდან მასწავლიდა დამოუკიდებელ ცხოვრებას და ეს დამეხმარა. ამიტომ ჩემთვის სრულიად უცხო მდგომარეობა ტრაგედიად არ მიმიღია, პირიქით, მივიღე გამოწვევად, რომ ცხოვრების სტილის შეცვლას ამ ცხოვრებაში ჩემი შეცვლა არ გამოეწვია. ეტლს მხოლოდ პირველი ერთი თვე არ ვიკარებდი, თუმცა, მალევე ის ჩემი თავისუფლების მთავარ აქსესუარად იქცა. მაშინ საზოგადოების ცნობიერება ბევრად უფრო დაბალი იყო და ჩემთვის, როგორც შშმ პირისთვის, ქუჩაში ყოველი გასვლა ბრძოლის ველზე გასვლას ჰგავდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი, პირიქით, ეს მხოლოდ მაძლიერებდა და ვფიქრობდი, რაც უფრო მეტ ადამიანს შევხვდებოდი ცხოვრების გზაზე, მით უფრო მეტის ცნობიერებას შევცვლიდი და გავათავისუფლებდი ცრუ-წარმოდგენებისგან. მე ჩემი ცხოვრების თითოეული დღე მეამაყება, რადგან ჩემი ცხოვრება სავსეა ბრძოლით, საინტერესო თავგადასავლებით, წარმატებით და გამარჯვების ისტორიებით. ბედნიერი ვარ, რომ ვარ წარმატებული ჩემს ორივე საქმეში – პარაოლიმპიურ მოძრაობაში და პოლიტიკაშიც; რომ ძალიან გამიმართლა ჩემს მეგობრებში, გუნდშიც და თანამებრძოლებშიც; რომ მყავს ძლიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი და მეუღლე, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად შემიძლია ვენდო და დავეყრდნო და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველაზე ბედნიერი დღეები კიდევ წინ გვაქვს… ეს ისე, უბრალოდ. იმათთვის, ვისაც წარმატება “ფეისბუქზე’ სიძულვილის ნთხევა, კლავიშების ცვეთით თითებზე “მაზოლების” გაჩენა, ცილისწამება, უზრდელობა და კიბერბულინგი გონია. ეს არის ის უზარმაზარი სხვაობა, რაც ჩვენს შორის არსებობს.ცხადია, ეს არც პირველი შემთხვევაა და ალბათ, არც უკანასკნელი, როდესაც არგუმენტების გარეშე დარჩენილი ოპონენტები მიმითითებენ ეტლზე და შეზღუდულ შესაძლებლობაზე, მაგრამ თუ აქამდე ვერ მიხვდა ვინმე, რომ მსგავსი საქციელი ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს, მათ შესახებ კი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააგრძელონ იგივე, ამიტომ მხოლოდ საკუთარი ზნის ლუსტრაციას, კომპლექსებს და არარეალიზებულ ყოფას წარმოაჩენენ. ვითომ სტიგმას ებრძვიან და ამ დროს თვითონ დგანან სტიგმის მხარეს, ვითომ ევროპა უნდათ და ბოლშევიკური ფსიქოლოგიით არიან შეპყრობილი, ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ და მათთვის ადამიანს ფასი არ გააჩნია.ჩემს მეგობარ შშმ პირებს კი ვეტყვი, რომ გამოწვევები ჩვენს ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათგან გამარჯვების ისტორიები შევქმნათ. ჩვენი სამყარო ეფუძნება მრავალფეროვნების პრინციპს და იყო განსხვავებული არ ნიშნავს, რომ ხარ უცხო და უცნობი. პირიქით, ჩვენი განსხვავებულობა ამდიდრებს საერთო სიკეთეს და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ეს სამყარო შევცვალოთ უკეთესობისკენ”, – წერს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved