• რეკლამა
  • კონტაქტი
19:19, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღალატი ის იქნებოდა, ისე წარმომედგინა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თითქოს ყველაფერი გადასარევად იყოს” – გოჩა ჯავახიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:21 05-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი:

 

არაფერი ისე არ მტანჯავს და მტკივა, როგორც ჩემი ერთი მუჭად დარჩენილი (არა შეკრული) ხალხის დაპირისპირების ყურება. რა დღეში ჩავიგდეთ თავი. ნეტავ გვიღირდეს მაინც.
ვაღიარებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს მუდამ ვერიდებოდი. საქართველოს ექსკლუზივი არაა ეს- ხელისუფლებაში მოსულ, ძალაუფლების შარბათმორეულ პოლიტიკურ ძალას, ნიადაგ ებრძვის ცდუნება თავი სახელმწიფოდ, უფრო მეტიც-სამშობლოდ გამოაცხადოს და შექმნას განცდა, რომ მის გარეშე ვერ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, პატრიოტიზმის საკუთარი ხატება შექმნას და ერთადერთ, უალტერნატივო იდეოლოგიად წარმოადგინოს.
პოლიტიკურ პარტიას ხშირად საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ეროვნულ ინტერესებში ერევა და საკუთარი პოლიტიკური ტრიუმფის ეშხით ზოგჯერ სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, ხშირად ასე ხდება სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც. ჩვენში კი დღემდე უჭირთ ერთმანეთისგან განასხვაონ სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკური პარტიის აქტივისტი.
ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში დავიწყე საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორად საქმიანობა. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან თავგამოდებული მხარდამჭერი. მიმაჩნია, რომ დიპლომატმაც და სახელმწიფო მოხელემაც უპირატესად სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაიცვას  და თუ საჭირო გახდა, შეძლებისდაგვარად, იმ პოლიტიკური ძალების ამბიციებისგანაც, ვინც სახელმწიფოს მართვის სადავეებთანაა. ასე იყო უწინ, ასეა ახლაც და არც სამომავლოდ ვართ ძალაუფლების ცუდებისგან დაზღვეული.
შესაძლოა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ, ჩემს სამშობლოზე უპირატესი არაფერი მეგულება ამ ქვეყნად. არც არანაირი თანამდებობა და არც პრივილეგიები ღირს საკუთარი მრწამსის, პრინციპების წინააღმდეგ სამოქმედოდ.
ნუ იჩქარებთ მოღალატის იარლიყის მიწებებას ჩემი გადაწყვეტილების გამო. ისტორია ყველას მიუჩენს საკუთარ, დამსახურებულ ადგილს. მე კი სწორედაც ჩემი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გადავდგი ეს ნაბიჯი. ყველა საკუთარი სინდისის წინაშე იყოს მართალი. ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი და ან საკუთარი მთავრობა მეკრიტიკებინა უცხოელ პარტნიორებთან ან ისე წარმომედგინა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თითქოს ყველაფერი გადასარევად იყოს და ამისი მეც მტკიცედ მჯეროდეს. ვერც ერთს რომ ვერ ვიზამდი, ამიტომაც ასე ვარჩიე.
და ვისაც ჩემი გადაწყვეტილების გამო რცხვენია და შეურაცხყოფილად გრძნობს (თურმე) თავს, სხვას ვერაფერს გეტყვით, მთავარია საკუთარ სინდისთან იყავით მართალნი, მე იმ მეგობრობით ვიამაყებ, რაც აქამდე მაკავშირებდა თქვენთან,” – წერს გოჩა ჯავახიშვილი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved