• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რთულ ვითარებაში ვართ, იმაზე უფრო ბევრად უარეს რეალობაში, ვიდრე ვიყავით თუნდაც გუშინ” – გიგიაძე

ალია ავტორი - ალია
18:50 05-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
305

დიპლომატი, გიგი გიგიაძე “დღის ამბებთან”, კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:

 

ბოლო განცხადება უკვე აღარ ექვემდებარება რაციონალურ ახსნას, ძალიან რთული იქნება სერიოზული ახსნა მოეძებნოს ასეთ ბრალდებას, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს ევროკომისარს, რომ ის თურმე დაემუქრა იგივე სცენარის განვითარებით, როგორიც ჰქონდა ფიცოს.
ნამდვილად, ვფიქრობ, რომ აქ მკაფიოდ ჩანს, სრული დისტანცირება ქართული ოცნებისა დასავლეთისგან, მათი მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ევროკავშირმა საბოლოდ შეწყვიტოს საქართველოსთან ურთიერთობა, მათი მიზანმიმართული ქმედება იქითკენ, რომ ყველა ფორმატი, რომელიც ვითარდება, ყველაფერი გაჩერდეს – ეს არის მიზანმიმართულად დასავლეთთან ყველანაირი კავშირების შეწყვეტა, ყველანაირი ხიდების გადაწვა. ალბათ, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ევროკომისიის, ევროკავშირის მხრიდან და ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ მოხდეს იზოლაცია საქართველოსი დასავლეთისგან, სხვა ახსნას ვერ ვუძებნი – დღევანდელი განცხადება არ ექვემდებარება რაციონალურ შეფასებას.
ასეთი ბრალდება როცა ისმის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული დამადასტურებელი საბუთი, რაც ფიზიკურად რასაკვირველია, ვერ იარსებებს, გამორიცხულია, რაღაც მსგავს ადგილი ჰქონოდა. როცა გვესმის მსგავსი განცხადებები, ვხვდებით, რომ რაღაც უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობასთან გვაქვს საქმე, ახალ რეალობაში ვიმყოფებით, იმაზე უფრო ბევრად უარეს რეალობაში, ვიდრე ვიყავით თუნდაც გუშინ, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ ნამდვილად, მე ველოდები რაღაც სახის რეაგირებას – დღესვე უკვე ალბათ, იქნება ევროკომისიის მხრიდან, ალბათ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ან საელჩო, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში გააკეთებენ რაღაც სახის კომენტარს, ველოდები მათ პასუხს ამ სრულიად წარმოუდგენელ ბრალდებაზე, რომელიც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის მხრიდან.

“ევროკომისარი დამემუქრა, ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართაო” – კობახიძის სკანდალური ბრალდება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved