• რეკლამა
  • კონტაქტი
12:18, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის გამოყენების მზარდი ტენდენცია – თიბისი დაზღვევა

ალია ავტორი - ალია
12:41 05-23-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

 

2022 წელს “თიბისი დაზღვევა” პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაამატა. დღეისთვის ამ დაფარვით სარგებლობა ჯანმრთელობის დაზღვევის ყველა მომხმარებელს შეუძლია, რაც 600-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. პროდუქტის მოხმარება ყოველ წელს იზრდება. დაფარვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2024 წლის დასაწყისში 3-ჯერ მეტმა დაზღვეულმა ისარგებლა. ეს იმაზე მიუთითებს, საზოგადოებაში იზრდება ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და ნელ-ნელა ნორმალიზდება მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი.

 

მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობას დიდი ყურადღება ექცევა დამსაქმებლებშიც, რადგან თანამშრომლების ფსიქიკური კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან. მენტალური ჯანმრთელობის საკითხებმა, როგორიცაა სტრესი, შფოთვა, დეპრესია, შეიძლება შეამციროს თანამშრომლების კონცენტრირების, გადაწყვეტილების მიღებისა და ამოცანების ეფექტურად შესრულების უნარი. კომპანიებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც წესი, აქვთ დასაქმებულების გადინების დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მათი კმაყოფილების დონე და შრომის შედეგები – მაღალი. თანამშრომლები, რომლებიც გრძნობენ მხარდაჭერას კომპანიის მხრიდან, უფრო მოტივირებულები და ლოიალურები არიან.

 

თიბისი დაზღვევის მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის დადებით შედეგებს, ლიკა ზუროშვილი, “ეპამის” HR მენეჯერი, გვიზიარებს: „მენტალური ჯანმრთელობა არის საკითხი, რომელსაც ჩვენ, როგორც კომპანია დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მოხარულები ვიყავით, როდესაც შევიტყვეთ, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდა ამ ტიპის დაფარვის შეთავაზება ჩვენი თანამშრომლებისთვის. აქტიურად გავავრცელეთ ინფორმაცია ჩვენს თანამშრომლებში და დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი და მენტალურ ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ისევე, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გვიხარია, რომ “თიბისი დაზღვევა” ამ საკითხს ასეთ ყურადღებას უთმობს.”

“დაფარვის დამატებისთანავე მივიღეთ დადებითი გამოხმაურება, რასაც შემდგომ უკვე მოჰყვა დიდი მოთხოვნაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებისთვის ყურადღების იქცევა ნორმალიზდეს და ხალხი არ ხედავდეს ამაში რაიმე განსაკუთრებულს. მენტალურ ჯანმრთელობაზეც ისევე უნდა ვზრუნავდეთ, როგორც ფიზიკურზე. პროდუქტზე როგორც მოთხოვნა, ისევე მისი მოხმარებაც ყოველ წელს იზრდება და, იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ჩვენი კომპანია სხვადასხვა გზებით ცდილობს მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობისთვის ხაზის გასმას. გარდა მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევისა, გვაქვს აქტივობები ამ თემის გარშემო ცნობიერების ასამაღლებლად, მაგალითად, კამპანია “დასამალი არაფერია”, რომელიც საზოგადოებას შეახსენებს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხმამაღლა საუბარი მოსულა.” – სერგო საყვარელიძე, “თიბისი დაზღვევის” სამედიცინო დაზღვევის დირექტორი.

მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში დაზღვეულს შეუძლია თერაპიულ სესიებზე ისარგებლოს თანაგადახდით “თიბისი დაზღვევის” პროვაიდერ ცენტრებში – კამარაში, მენტალ ჰაბში ან დიალოგში. ეს მომსახურება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტშია ინტეგრირებული.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved