• რეკლამა
  • კონტაქტი
09:56, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ნიშნავს, რომ ის ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაშია… ამას მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში მოახერხებს…“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:02 05-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,658

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

–  ბატონო გია, უკვე თვეზე მეტია უამრავი ახალგაზრდა ქუჩაშია, რამდენჯერმე 200 000 კაციც გამოვიდა, მაგრამ კონკრეტული შედეგი ჯერ არ ჩანს. ხელისუფლებამ არათუ გაიწვია კანონი, სამივე მოსმენით მიიღო და ახლგაზრდებთან ფორმალური, დროის და მათი გულის მოსაგებად მოლაპარაკებაც არ გამართა „აგენტების კანონის“ შესახებ. რაიმე შეცდომა დაუშვეს ახალგაზრდებმა? რამე დააკლეს ამ აქციებს, რომ უკვე რაიმე შედეგი ყოფილიყო სახეზე?

– არა, არა, ყველაფერი კარგად მიდის. მე არ დავეთანხმები ამ სკეპტიზმს. ყველაფერი მიდის ძალიან კარგად და სწორედ ეს არის მთავარი. უპრეცენდენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც პროტესტი ამდენ ხანს გრძელდება. ის, რომ ხელისუფლება არ თანხმდება ახალგაზრდების მოთხოვნას, „აგენტების კანონი“ სამი მოსმენით მიიღო და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასაც აპირებს, ეს ნიშნავს, რომ ის გამოუვალ მდგომარეობაშია. შარშან გაიწვია ეს კანონი, ახლაც რომ ჩააგდოს, მერე უკვე გარანტირებულად აგებენ არჩევნებს. ამის გამო არიან ასეთ პოზიციაში და არა იმიტომ, რომ ახალგაზრდების მოძრაობაში რაღაც არაეფექტურია. ყველაფერი კარგად მიდის, ახლა ახალი საქართველოს დაბადების პროცესში ვართ. ამ სკეპტიკურ მოსაზრებებს აბსოლუტურად არ ვიზიარებ.

– კონკრეტული შედეგი როდის იქნება? შემოდგომით არჩევნებზე?

– თუნდაც არჩევნებზე. ხელისუფლება ახლა არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ამ ახალგაზრდების დამსახურებაა. ხელისუფლება ხარაკირს იკეთებს და ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვართ უმძიმეს პროცესში ახლა და იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ და ორ დღეში ყველაფერი დამთავრდება. ყველაფერი რამდენიმე დღეში  მაშინ დამთავრდება, თუკი ყველანი ქუდს დავიხურავთ და სახლებში დავსხდებით. და ყველაფერი დამთავრდება ხელისუფლების სასარგებლოდ. ეს არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში. გამარჯვების რწმენით უნდა იყოს ყველა და ახალგაზრდები აუცილებლად გაიმარჯვებენ. როდის ყოფილა, რომ მომავალი წარსულს დაუმარცხებია?!

– მე რისი მეშინია იცით? „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე, ამა თუ იმ ფორმით რეჟიმი არ დაამყაროს. რუსეთში მიიღეს კანონი, რომ  ვინც აგენტების რეესტრშია, მათ ნებისმიერი დონის არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნაც აუკრძალეს. იგივე კანონი რომ მიიღონ  ჩვენთანაც არჩევნებამდე, სხვა კანონებიც რომ დაამატონ, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდავს ხელისუფლების მოწინააღმდეგე საზოგადოებას, მერე რა ვქნათ?

– ქართული საზოგადოება ახლა დაუმორჩილებლობის რეჟიმში გადადის. აქედან გამომდინარე, რუსეთში რაც გამოსდით, ის საქართველოში არ გამოუვათ, ეგრე არ ხდება. საქართველო რუსეთი არ არის, ყველაფერს რუსული სქემით აქ ვერ გადმოიტანენ. ამას ერთადერთ შემთხვევაში გააკეთებენ, თუ გადაგვივლიან ყველას, სამზარეულოებში შეგვყრიან და გარეთ არ გამოგვახედებენ,  ამის რესურსი კი ხელისუფლებას არ გააჩნია. თუ მე–11 არმიის იმედი აქვთ, ეს სხვა ამბავი და ცალკე სასაუბრო თემაა. მე ვფიქრობ, არ უნდა ვიყოთ სულსწრაფები. ეს არის  გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ახალი თაობის გამარჯვებით, ჩვენთან ერთად.

– ახალგაზრდები ამ დრომდე ახერხებენ და არც ერთ პოლიტიკურ ძალას ახლოს არ იკარებენ, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ „ნაცები“ და მათი დანაყოფი პარტიები. ეს ხომ არ მოახდენს ახალგაზრდული მოძრაობის დისკრედიტაციას? ხელისუფლება მოახერხებს ხალხი დაარწმონოს, რომ ახალგაზრდები „ნაცების“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვიან და არა რუსული რეჟიმის დამყარების წინააღმდეგ?

– კი, ხელისუფლება შეეცდება, ასე გაასაღოს ყველაფერი. მე იმას ვერ გავიზიარებ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი „ნაცები“ და მათი დანაყოფები არიან. ეს არის ხელისუფლების პროპაგანდა. არჩევნები რად გინდათ, დღესაც იმას გაიძახიან ხელისუფლების პროპაგანსიდტები, რომ „ნაცების“, მათი დანაყოფების მხარდამჭერები დგანან აქციებზე და ეს ხომ, ყველამ ვიცით, რომ ტყუილია. არის ხალხი, რომელსაც ტვინი აქვს გამორეცხილი და ამასაც იჯერებს და უარეს ტყუილსაც დაიჯერებს. აღარ არის ისეთი უიმედო მდგომარეობა და ეს ახალგაზრდული მოძრაობა არც ერთ პარტიაზე არ არის ჩამოკიდებული. ეს ხელისუფლების დიდი პრობლემაა და პროპაგანდით ამ რეალობას ვერ შესცვლის.

 

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved