• რეკლამა
  • კონტაქტი
14:05, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პაპუაშვილი დეპუტატ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს

ალია ავტორი - ალია
12:36 05-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმრავლესობის დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ენჯეო“-„ნაციონალური მოძრაობის“ სიმბიოზი, ფაშისტური განწყობების სიმბიოზად იქცა და სოციალურ ქსელში თუ ისე, ფაშისტური მეთოდებით ადამიანების წალეკვას, ჩარეცხვას, გარიყვას ცდილობს“.

„ჩვენი სოციალური ქსელის „ტროიკა“ მოსამართლეების საკითხს კარგად ვიცნობთ. რამდენიმე საათი ზიზღის კამპანიის მოქოქვა როგორ იციან, ვიცით. ეს სიმბიოზია „ენჯეო“-„ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც უცხოეთიდან არის დაფინანსებული და ფაშისტური განწყობების სიმბიოზად იქცა, რომელიც სოციალურ ქსელში თუ ისე, ცდილობს, ფაშისტური მეთოდებით ადამიანების წალეკვას, ჩარეცხვას – „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ უყვარდა, გარიყვას. ეს მოწოდებები გვესმის რა ხანია. ჩვეულებრივი ფაშისტური კამპანიაა, რაც უცხოეთიდან ფინანსდება. ჩართულები არიან „ენჯეოები“ და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროპის სახელით ფაშისტურ კამპანიებს აწარმოებენ. ამ დონემდე მივიდა ევროპის წარმოჩენა გარკვეული ჯგუფების მხრიდან. „ვულოცავ“ „ენჯეოების“ დამფინანსებლებს, რომ ისინი ფაშისტური კამპანიის პირდაპირი თუ ირიბი თანამონაწილეები ხდებიან, ეს ძირს უთხრის თავად ევროკავშირის პრესტიჟს საქართველოში.

რაც შეეხება ტერმინოლოგიურ საკითხებს, მითითებებს, მგონი, თუ ამ ფაშისტურ კამპანიას არ ავყვებით და შევხედავთ, რაზე იყო საუბარი – ეს იყო პირობითი შედარება. კითხვა შეეხებოდა „გლობალური ომის პარტიას“ და ვინაიდან ჟურნალისტი ეკითხებოდა, რას გულისხმობთო, გააკეთა შედარება, რა აღქმებიც არსებობს საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. პირობითი სახელია და როდესაც „გლობალური ომის პარტიაზე“ ვსაუბრობთ, ამაში შეგიძლიათ მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი და კავშირები, რომელიც საქართველოს უბიძგებდნენ იმისკენ, რომ აქ არეულობა ყოფილიყო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ზე საუბრისას „გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved