• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა, როცა ივანიშვილის ხროვა ძალიან ახლოსაა სანქციებთან…” – რა ვიდეოს ავრცელებს ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
14:09 05-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,754

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

ივანიშვილი ცდილობს, ყველაფრის ფასად გატეხოს ხალხი, ჩააქროს პროტესტის მუხტი, როგორმე დრო მოიგოს, ამოისუნთქოს, მანევრის საშუალება მიიღოს. აქამდე გამოყენებული მეთოდები – პროპაგანდა და რეპრესიები უშედეგო აღმოჩნდა. პირიქით, პროტესტი გაძლიერდა.
ახლა, მესამე მოსმენის შემდეგ, ერთადერთი გზა აქვს – გამოიყენოს თვალთმაქცური სვლა კანონის კოსმეტიკური შელამაზების დაპირებით და მოწინააღმდეგეების ამ თამაშში შეთრევით. ამიტომ ითხოვს ვეტოს მოტივირებული შენიშვნებით, დასავლელის პარტნიორების თითქოს მუხლობრივ მოსაზრებებს. მისი მიზანია, ეს კანონი ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს და თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს. თქვას, რომ აი, ხომ ხედავთ, მაინც მივიღე კანონიო. დაგამარცხეთო. ამ გზით კოსმეტიკურად შელამაზებულ რეპრესიულ რუსულ კანონს არა მხოლოდ აამოქმედებს იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ და ეს შელამაზებული ვერსიაც ისედაც საკმარისი იქნება აქ დემოკრატიის საბოლოოდ მოსასპობად, არამედ დამატებით დააშენებს ისეთ რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც მიწასთან გაასწორებს საზოგადოებას, მის თითოეულ მოქალაქეს. ახლა სურს უბრალოდ გამარჯვების გაფორმება და თქმა, რომ თავისი გაიტანა და მის წინააღმდეგ პროტესტს არასდროსა აქვს აზრი.
დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ დასთანხმდება ოცნებისთვის ამ მანევრის საშულების მიცემას.
ახლა, როცა ივანიშვილის ხროვა ძალიან ახლოსაა სანქციებთან;
ახლა, როცა ხალხის პროტესტი კი არ მცირდება, არამედ ყოველდღიურად იზრდება;
ახლა, როცა ივანიშვილი სულ უფრო სუსტდება;
ახლა, როცა პრეზიდენტის პოზიცია მკაფიოა, რომ ოცნების ხრიკებს გასაქანს არ მისცემს;
ახლა, როცა ოპოზიცია იმავე პოზიციას გამოხატავს, რასაც ხალხი;
ახლა, როცა არასამთავრობო სექტორი და თავისუფალი მედია შეუვალია,
დაუშვებელია, ქართველი ხალხისა და დასავლეთის მრავალჯერ გადამგდებ, ყველა შეთანხმების დამრღვევ, შარლ მიშელის დოკუმენტის ნაგვის ურნაში ჩამგდებ რუს ოლიგარქ და პუტინის მოკავშირე ავტორიტარს ვინმემ მაშველი რგოლი გადაუგდოს.
ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ძირს უთხრის და ანგრევს სახელმწიფოს დამოუკიდებელობას.
ივანიშვილი უნდა დამარცხდეს რუსული კანონის ეპიზოდში, რაც მას მძიმე ფასს გადაახდევინებს და დიდი ნაბიჯით წაგვწევს წინ მისი საბოლოოდ ჩამოცილების საქმეში; დაუშვებელია ბრძოლის ამ ეპიზოდში ხალხის დამარცხება.
რუსული კანონი შელამაზებას არ ექვემდებარება. ის მიუღებელია ნებისმიერი ფორმით.
ვერანაირი ,,მოლაპარაკება”, ,,დიალოგი”, ,,განხილვა”, მოტივირებული შენიშვნები, ახალი დანიელსონის შუამავლობა და რაიმე სხვა ვერ შედგება, თუ პოლიტიკური ძალები დღევანდელ პოზიციას შეინარჩუნებენ. ვინც პოზიციას შეცვლის, მერე ნახავს ხალხის რისხვას. ივანიშვილს მაინც ჩამოვიცილებთ, ოღონდ ისიც თან გაჰყვება პოლიტიკურ სამარეში, ვინც ახლა ხალხის ზურგს უკან რამეს მოიმოქმედებს. ამ პროცესის წარმმართველია ხალხი და მისი ნებართვის გარეშე ვერავინ გადადგამს ნაბიჯს. ეს კარგად უნდა ესმოდეთ დასავლეთშიც და მიხარია, რომ სულ უფრო მეტი პარტნიორისგან ვისმენთ პირდაპირ ნათქვამ ამ სიტყვებს – არანაირი შელამაზება. შესაბამისად, ,,ქართულ ოცნებას” ყველანაირი გზა ეჭრება თვალთმაქცური სვლებისთვის.
დაძლევს ვეტოს ? მიიღებს კიდევ უფრო გაზრდილ პროტესტს, რომელიც მას სულ უფრო ასუსტებს, გარედან კი დაადებენ სანქციებს და გადაიქცევა სრულიად არალეგიტიმურ ძალად შიგნითაც და გარეთაც.
შეურიგებელი და დაუღალავი ბრძოლა გამარჯვების საწინდარია.
არა რუსულ რეჟიმს !
PS
მინდა, გავიხსენო ქალბატონი სალომეს ძველი უკვდავი სიმღერა. დღეს ივანიშვილის ენა არის ,,დიალოგი”. პრეზიდენტის მიერ ამ დღეებში გამოთქმულ მტკიცე პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს – მისთვისაც და, რაც მთავარია, ხალხისთვის. ოპოზიციაც მტკიცედ უნდა იდგეს – მისთვისვე აჯობებს, თორემ ხალხი ამ ბრძოლას მაინც მივიყვანთ ბოლომდე, რა დაბრკოლებებიც არ უნდა შეგვხვდეს.

 

http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved