• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომან გოცირიძე: 17 მაისი არ არის ოჯახური სიწმინდის დღე, ეს არის ძალადობის დღე

ალია ავტორი - ალია
12:34 05-17-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,667

17 მაისი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც სამარცხვინო დღე, როდესაც ბნელმა ძალებმა საქართველოს საპატრიარქოს წინამძღოლობით, ტაბურეტიანი მღვდლების მეთაურობით საშინლად დაარბია ქუჩაში გამოსული ადამიანები და ეს ძალადობა მათ ჩაიდინეს ოჯახური სიწმინდისა და ქართული ტრადიციების შენარჩუნების ლოზუნგით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„მეგობრებო მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. მაგრამ საქართველოში ეს დღეს შევიდა როგორც სამარცხვინო დღე. როგორც სამარცხვინო ლაქა საქართველოს ეკლესიისა და საქართველოს მთავრობის, ასე ვთქვათ, სხეულზე.

17 მაისს, ბრბომ, აგრესიული ადამიანების ერთობამ, ჯოგმა, რომელთაც წინ მიუძღოდათ მღვდლები ტაბურეტკებით ხელში. აი, ამ სკამებით გადაუარეს ქუჩაში გამოსულ მომიტინგეებს. და იმ დღიდან მოყოლებული საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახური სიწმინდის დღედ. ცინიკური მოვლენაა, როდესაც აგრესიისა და დარბევის დღეს აცხადებ რაღაცის სიწმინდის დღედ და მოხდა საოცრება, ახლა პირველად 17 მაისი გამოაცხადა უქმე დღედ, არასამუშაო დღედ. დაიხურება ყველაფერი, სამუშაო ადგილები, ინსტიტუტები, სკოლები, ბაღები და მთავრობამ მოუწოდა ხალხს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად გაიარონ მარშით რუსთაველი პროსპექტი და მივიდნენ სამებამდე.

ცნობილ ფრანგ მწერალს ალბერტ კამიუს აქვს ასეთი სიტყვები, იქ სადაც რელიგია უერთდება პოლიტიკას, წარმოიშობა ინკვიზიცია. არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში 17 მაისს.

არ მიხვიდეთ 17 მაისს, ეს არ არის ოჯახური სიწმინდის დღე. ეს არის ძალადობის დღე.

ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ, ანუ საერო სახელმწიფოში და ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც შეცდება რელიგია, ეკლესია გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის, ის ვნებს ქვეყნის მომავალს, ის ვნებს მის მომავალს განვითარებას, იქცევა არაჰუმანურად. და საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მათ შრის მოსყიდვის გზით, იყენებს სასულიერო ინსტიტუტებს.

17 მაისს არავინ უნდა გავიდეს ქუჩაში. აი ამ მარშზე, რომლის ორგანიზატორები საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს მთავრობა. – განაცხადა რომან გოცირიძემ ვიდეო მიმართვაში, რომელიც “ფეისბუკზე” გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, 2024 წლის 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა გაიმართება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved