• რეკლამა
  • კონტაქტი
00:20, პარასკევი, 29 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების დროს დავდგით “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს”, “სხვების ცხოვრება”, “2030” – ვარსიმაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:43 05-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
970

“თავისუფალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი:

 

“თავისუფალი თეატრი რატომ სდუმსო. არ სდუმს. მუშაობს. ყოველდღე, უჩვენებს სპექტაკლებს გადაჭედილ დარბაზებში. ხშირად გასტროლებს ვმართავთ როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქალაქებში. ეს წინასიტყვაობა იყო, ახლა მთავარს მოგახსენებთ! ჩვენი თეატრის არც მაყურებელი და არც თეატრში მომუშავე ადამიანები არ არიან ერთსახოვანნი და ყველას სხვადასხვა შეხედულება და პოზიცია აქვს. თეატრი სახელმწიფოს პატარა მოდელია. ზოგი ოპოზიციას უჭერს მხარს, ზოგი ხელისუფლებას. ჩვენი მაყურებელი, ზოგი ერთ მიტინგზე დადის, ზოგი – მეორეზე. არიან ისეთებიც, რომლებსაც არცერთი პოზიცია არ მოსწონს. სამივე მხარე ჩვენი მაყურებელია, რომელიც მიტინგების დროსაც ავსებს დარბაზს, ზოგს სურს მიტინგის გაგრძელება იხილოს, ზოგს კი პირიქით, სურს მიტინგს განერიდოს და მხოლოდ დაისვენოს. მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალსაც სხვადასხვა შეხედულება აქვს, თეატრი არაა საჯარისო ფორმირება, რომ ყველას უბრძანო, ერთ აზრზე იყვნენ. (იქაც კი არის მომენტი, როდესაც თუ აცნობიერებ, რომ დანაშაულებრივი ბრძანებაა, არ უნდა შეასრულო). მე, როგორც თეატრის ხელმძღვანელი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე როგორც ჩვენს მაყურებელს, ასევე ჩემს მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალს, პატივი ვცე თითოეულის პოზიციას, თითოეულის აზრს, არ დავუშვა მხარეებად დაყოფა და დიქტატის სახით, სიტყვიერად არ მოვახვიო ვინმეს ერთი პოზიცია და არ შევუქმნა თეატრში მოსულ თუნდაც ერთ ადამიანს რაიმე დისკომფორტი. თეატრში გაკეთებულ ნებისმიერ პოლიტიკურ დეკლარაციას აუცილებლად ჰყავს მოწინააღმდეგე როგორც მაყურებელში, ასევე – თეატრის თანამშრომლებში. შენ რომ ერთ აზრს გამოაცხადებ სცენიდან, იქვე გვერდით მდგარ მსახიობს სხვა აზრი შეიძლება ჰქონდეს, ისევე როგორც დარბაზში მსხდომებს. სხვა საკითხია სპექტაკლით, მხატვრული სახეებით ნათქვამი, იქ განზოგადება და მსჯელობაა თემაზე. ევროპა და ევროპელობა უწინარეს ყოვლისა ადამიანის პიროვნული არჩევანის და მისი თავისუფლების პატივისცემაა. ინდივიდუალურად, თავისი სახელით, თავისუფალი თეატრის ყველა თანამშრომელს აქვს უფლება აკეთოს ნებისმიერი განცხადება და აკეთებენ კიდეც, მიტინგებზეც დადიან და ინტერვიუებსაც იძლევიან, მაგრამ თეატრის სახელით საჯარო განცხადებების უფლება მეც კი არ მაქვს, თუ ეს არ იქნება ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული, რადგან თავისუფალი თეატრი დემოკრატიული ინსტიტუციაა, სადაც ყველა პიროვნებაა და ყველას თავისი აზრი და პოზიცია აქვს. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი პირადი აზრი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვთქვი, როცა პირველად იხილავდნენ ამ კანონს, რომ ყველაფერი რაც ხელს უშლის ჩვენს მისწრაფებას ერთიანი ევროპული სივრცისკენ, ჩემთვის მიუღებელია და რომ რუსეთი და მისი იმპერიული ინტერესები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ამ მისწრაფებას. მხოლოდ ევროპაა ჩემი არჩევანი და ამ აზრს არასოდეს შევიცვლი. აქვე, მინდა, მათ გასაგონად ვთქვა, ვინც ასე დაუზარებლად აფრიალებს 2 წლის წინანდელ ვიდეოკადრების ამონარიდს, სადაც მადლობას ვუხდი კულტურის მინისტრს დახმარებისათვის. თეა წულუკიანმა მაშინ თეატრისათვის გააკეთა ის, რაც მისმა წინამორბედმა 9 მინისტრმა, 20 წლის განმავლობაში არ და ვერ გააკეთა.

თეა წულუკიანამდე არც შევარდნაძის, არც სააკაშვილისა და არც “ოცნების” კულტურის წინა მინისტრებმა არ დააფინანსეს თავისუფალი თეატრი არცერთი თეთრით. დიახ, გადავუხადე მადლობა და დღესაც ვუხდი ამისთვის მადლობას. უმადურობა და დაუნახაობა ცოდვაა. დაუწერელი კანონია, როცა ადამიანი სიკეთეს გიკეთებს, მას მადლობა უნდა უთხრა ამ სიკეთისათვის და ვისაც ეს არ ესმის, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ეს ჩემი მადლობის სიტყვები არანაირ ვალდებულებას არ გვაკისრებს, რომ კრიტიკული არ ვიყოთ სახელმწიფოსადმი, რადგან თავისუფალი თეატრი, დღიდან დაარსებისა, იყო, არის და იქნება სოციალურ – პოლიტიკური თეატრი, 23 წლის განმავლობაში არც გვეშინოდა და არც ახლა გვეშინია ვინმესი, ვგმობდით და ყოველთვის, დავგმობთ ძალადობას, ოღონდ თეატრის სათქმელს ყოველთვის ვამბობდით მხოლოდ ჩვენი სპექტაკლებით. მათ, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ შევარდნაძის დროს დავდგით “კომედიანტები”, “ჯინსების თაობა”, “პროვოკაცია”, “ტელემისტერია”, სააკაშვილის დროს “ძმები”, “იდიოტოკრატია “და გადავიღეთ “ყველაფერი კარგად იქნება”, ხოლო ოცნების დროს “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს”, “სხვების ცხოვრება”, “2030”, სხვა სპექტაკლებიც შემიძლია დავასახელო, მაგრამ ესენიც საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ: თეატრის კურსი არ შეცვლილა 23 წლის განმავლობაში და, გარწმუნებთ, არც შეიცვლება. ამიტომ, თუ ვინმეს ჩვენი პოზიცია აინტერესებს, მოვიდეს და ნახოს ჩვენი სპექტაკლები. ღრმად მწამს, რომ თეატრმა მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა გამოხატოს თავისი სპექტაკლებით და არა ქაღალდზე დაწერილი დეკლარაციებით. ჩვენ მუდამ გვახსოვს, რომ ვართ თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლესა და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს!” 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“ქეშბექობანა” – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ახალი ამბები

“ქეშბექობანა” – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის

19:31 05-28-2026
“ოპერაციამდე პერიოდსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდს შორის სხვაობა ისეთია, როგორც ცასა და დედამიწას შორის” – მირიან ბერულავას ისტორია
ახალი ამბები

“ოპერაციამდე პერიოდსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდს შორის სხვაობა ისეთია, როგორც ცასა და დედამიწას შორის” – მირიან ბერულავას ისტორია

14:40 05-28-2026
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:36 05-28-2026
ბინის ყიდვა სამი სცენარით: როგორ მივიღოთ ექსკლუზიური უპირატესობა სამშენებლო ციკლის ყოველ ეტაპზე?
ახალი ამბები

ბინის ყიდვა სამი სცენარით: როგორ მივიღოთ ექსკლუზიური უპირატესობა სამშენებლო ციკლის ყოველ ეტაპზე?

14:16 05-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved