• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს, და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ალია ავტორი - ალია
20:39 05-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“შემიძლია ვთქვა, რომ მომზადებულები ვიყავით მიღებული ინფორმაციით, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტული მესიჯი გვაქვს არა მხოლოდ სახლში დასაბრუნებლად, არამედ მათთვისაც, ვინც უფრო დიდი გაერთიანებების, მაგალითად ევროკავშირის ინსტიტუტების ნაწილი არიან. ანუ წავიღოთ აქ მიღებული ინფორმაცია ბრიუსელში, ჩვენს კოლეგებთან, ასევე ნატოშიც, ვინაიდან, ჩვენი კოლეგები იქ ნამდვილად დაინტერესებულები არიან იმით, თუ რა ხდება აქ.

ასე რომ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ არსებობს. პირველ რიგში, აქ ხალხის მხარდაჭერის ძალიან ნათელი მესიჯით ჩამოვედით. საქართველოს მოსახლეობის 86%-მა, რომელსაც სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი მათთან არის. ეს იყო ერთი მესიჯი.

მეორე [მესიჯი] მთავრობისადმი არის: ჩვენ არ ვტყუვდებით, რომ კანონი, რომელიც ჯერ კიდევ მიიღება, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მოსმენა გაიარა და ახლა პრეზიდენტის ვეტოს ველით – არ ვტყუვდებით, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმით წარმოაჩენენ.

ჩვენს ქვეყნებში კოლეგებისთვის ყოველთვის ნათელია, თუ რატომ ეძახის სამოქალაქო საზოგადოების ამდენი წარმომადგენელი მას „რუსულ კანონს“, მაგრამ დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება სამოქალაქო ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ეს კანონი შეიძლება იქნას გამოყენებული ამ ინსტიტუტების გასაჩუმებლად და ეწინააღმდეგება დემოკრატიის ყველაზე საბაზისო, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დგას.

ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენნაირი ქვეყნები – ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია – ჩვენ შეიძლება ევროკავშირში შევსულიყავით ისეთი კანონები რომ გვქონოდა, რომლებიც ახლა საქართველოში განიხილება. ასე რომ, ჩვენი მესიჯი ძალიან ნათელია: ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს, და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს, მაგრამ ეს უნდა ითქვას.

იმედი მაქვს, რომ მთავრობამ მესიჯი გაიგო. ჯერ კიდევ აქვთ შანსი უბრალოდ გაუშვან ეს კანონი იმავენაირად, როგორც ეს 2023 წელს ქნეს, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ. მერე დასხდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად, და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწევისთვის” (ipn)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved