• რეკლამა
  • კონტაქტი
09:48, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი ცენტრის პოზიციას ემიჯნება

ალია ავტორი - ალია
14:27 05-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი ცენტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ემიჯნება. განცხადებას ამ დროისთვის 33 ადამიანი აწერს ხელს.

განცხადება:

“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელთა უმრავლესობა და ზოგადად, ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, კატეგორიულად ვემიჯნებით ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ჩრდილი ადგება საქართველოს ახალგაზრდობის ნათელ, გულწრფელ და სამართლიან პროტესტს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი მდგომარეობა, საფრთხე შეექმნა მოსახლეობის ცალსახა არჩევანს, რასაც ცენტრის თანამშრომლები დაარსების დღიდან ვემსახურებით. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ეყრდნობა სახელმწიფოს მიერ 33 წლის მანძილზე გაცხადებულ ევროატლანტიკურ დღის წესრიგს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში, გასული ორი წლის მანძილზე დაუღალავად ვმუშაობდით სამინისტროსთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და სტუდენტებთან, პროფესორებთან, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვიზეიმეთ მიღებული შედეგი.

ვხელმძღვანელობთ რა უმაღლესი განათლების ევროპული სტანდარტებითა და სახელმძღვანელო პრინციპებით, ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია სტუდენტზე ორიენტირება, საგანმანათლებლო პროცესის მოქნილობა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის მრავალფეროვნება, აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია. მზად ვართ ვემსახუროთ განათლების ხარისხის განვითარების მიზნებს როგორც ამას ვაკეთებდით პანდემიის პირობებში და გვწამს, რომ საუნივერსიტეტო სივრცე ღირსეულად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის ადეკვატურად წარმართვას, სწავლის შედეგების მიღწევას და საზოგადოების მსახურებას, რადგან არასდროს ასე საჭირო და დროული არ ყოფილა უნივერსიტეტის მესამე მისიის აღსრულება.

საქართველო უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ქსელის სრული წევრია, აღიარებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ, ჩართული ვართ ბოლონიის პროცესის განგრძობითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ხელს ვუწყობთ ევროპული და ამერიკული კვლევითი გრანტების ქვეყანაში შემოდინებას, ქართული საგანმანათლებლო სისტემის მუდმივ ინტერნაციონალიზაციას და ათიათასობით საერთაშორისო სტუდენტიც ამ დამსახურებების საფუძველზე გვიერთდება ყოველწლიურად, რაც ამავდროულად მილიონობით დოლარის კონტრიბუციას უდრის ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება ქართველი სტუდენტების დაწინაურებას და თანასწორობას მსოფლიო ასპარეზზე.

ღრმად გვწამს, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური, თითოეული პროფესორი და სტუდენტი კი თავისუფალი საკუთარი სინდისის წინაშე. ჩვენ ვდგავართ ჩვენი უნივერსიტეტების, სტუდენტების, პროფესორების, ექსპერტების გვერდით ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved