• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,კუკუდამალობანას დრო უნდა დამთავრდეს!” – რუსუდან შარაძე

ალია ავტორი - ალია
13:42 05-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,862

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაე სოციალურ ქსელში წერს:

,,კუკუდამალობანას დრო უნდა დამთავრდეს (პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეუბნები)! ის კი არა, დაგვიანებულიც არის, რადგან სწორედ, ასეთმა საქციელმა გამოიწვია ენითაუწერელი სითავხედე (რბილად ვამბობ) ადამიანებისა, რომ კაცისმკვლელების გვერდზე დგანან და აქეთ გამუნათებენ, გატერორებენ და თეთრზე გეუბნებიან, რომ შავიაო. ერთხელაც, ვიღაცამ ამათ ერთი მაგრად უნდა შემოსცხოს. თუ არ უშველით, იმას მაინც გაიგებენ, რომ მარტო თვითონ არ იციან და სხვაც ხვდება მათ ვირეშმაკობას. დაე, ეს ვიღაცა მე ვიყო, თუნდაც, სულ არ მხიბლავდეს მისია და წერისას, მეც ვკვდებოდე.

კუკუდამალობანას ვთამაშობ 2007 წლიდან. მაშინ, გულის ფხრეწა-გლეჯას რომ თავი დავანებო, განმაცვიფრეს ადამიანებმა, შოკში ვიყავი. არ მოვყვები, რა და როგორ. თუ გავუძლებდი, არ მეგონა, მაგრამ უხმოდ გადავიტანე. ირგვლივ, ერთიც ვერ იტყვის, რომ როდესმე ზედმეტი ვაკადრე, ან რამე დავუშალე. ბუნებრივად გამომდიოდა, რადგან ბოღმა არ მედო გულში, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა მომენტები, რომ ტკივილისგან ვკვდებოდი. უძვირფასეს ურთიერთობებს ვუფრთხილდებოდი, თავს სხვების ადგილზე ვაყენებდი და ვცდილობდი, გამემართლებინა. ვხვდებოდი, არ უნდა გამკვირვებოდა, ვინმეს თუ არ სჯეროდა, რომ მამაჩემი სააკაშვილმა მოკლა. თავს ვინც იტყუებდა, კი მწყინდა, მაგრამ მაინც თვალს ვხუჭავდი, – რა ქნან, ჩემი გულისთვის მშივრები ხომ არ მოკვდებიან-მეთქი. საბედნიეროდ, ამ თემებზე არც მქონია არავისთან კამათი, მაგრამ კანით ვგრძნობდი ყველას აზრს, ან გრძნობა რად მინდოდა, ვერ ვხედავდი, ვინ მედგა გვერდით?

2012 წელს გავიმარჯვეთ. გამარჯვების შეგრძნება იმხელა აღმოჩნდა, რომ წარსულში დავტოვე ყველა წყენა, ყველა სიმწარე, გულმა თავისით აპატია ყველას ყველაფერი. სხვების სიმდაბლეზე ამაღლება თავად ჩემთვის იმხელა ექსტაზი აღმოჩნდა, რომ ეგოისტურად, მიხაროდა, რომ ეს თავისთავად გამომდიოდა. გამარჯვების შეგრძნება 2018 წლამდე გამყვა, სანამ სოსო გოგაშვილის „წყალობით“, სისტემას შუბლით არ შევასკდი და შიგნით არ ჩავიხედე. თუმცა, ჩემი მაშინდელი ბრძოლა (კახა მიქაიასთან, ნანა ფაჟავასთან და ნინო მიქიაშვილთან ერთად), იმ ეტაპზე, მაინც გამარჯვებით დამთავრდა – მთელი საქართველო, ფაქტებით და მტკიცებულებებით, დარწმუნდა, რომ გურამ შარაძე სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს!

ამის შემდეგ, მეც იმ არმიას შევუერთდი, რომელსაც „ოცნებამ“ იმედი გაუცრუა და კარგი ალტერნატივის შემთხვევაში, იმ დღესვე მოვაწრდი ხელს ხელისუფლების ცვლილებას.

დღეს ომია! შურისმაძიებელმა, სისხლმოწყურებულმა, დაბოღმილმა, ან კეთილდღეობის მოლოდინში დუჟმორეულმა ბებრებმა გააგჟეს და წინ აიფარეს გაუსვრელი ბავშვები და ერთი სული აქვთ, სანამ მათი სისხლი დაიღვრება, რომ მერე დაესიონ და მთელი საქართველოს სისხლი ხვრიპონ! დღეს საქართველოს და ქართველი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება!

დღეს ყველამ იცის, ვინ მომიკლა მამა! მაინც იქ ხარ? მაინც მკვლელებთან ხარ? სისხლის ტბები გინდა? ჩემი ამოწყვეტა გინდა? სულერთია ვინ ხარ, წატიშენი სისხლმიწყურებული მანიაკი ….… !!!

იყავით თქვენთვის, მე თავი დამანებეთ! კუკუდამალობანა აღარ მინდა!”

თეგები: რუსუდან შარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved