• რეკლამა
  • კონტაქტი
23:55, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი

ალია ავტორი - ალია
17:11 05-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

„ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად დღეს 7 საათზე მანიფესტაციაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხვალ საღამოს 10 საათზე ყველანი ვიკრიბებით რუსთაველზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და გავაგონოთ პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც ხვალ მესამე მოსმენით აპირებენ რუსული კანონის მიღებას“ – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა

ვაშაძის თქმით, კანონის მოდიფიცირება არის შეუძლებელი, ამ კანონის ყველა მუხლი არის რუსული, ამ კანონის შინაარსი არის რუსული, ამ კანონის მიზანი არის რომ გაანადგუროს დამოუკიდებელი აზრი ქვეყანაში, და სწორედ ამიტომ დღეს და ხვალ ხალხი უნდა შეიკრიბოს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააგონოს ხმა მთელ მსოფლიოს და ქართულ ოცნებას რომ ქართველ ხალხს არ უნდა ამ კანონის მიღება

„მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, დიახ, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად დღეს 7 სააათზე მანიფესტაციაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხვალ საღამოს 10 საათზე ყველანი ვიკრიბებით რუსთაველზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და გავაგონოთ პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც ხვალ მესამე მოსმენით აპირებენ რუსული კანონის მიღებას, რომ მათ არ ასცდებათ პასუხისმგებლობა, რომ ისინი აგებენ პასუხს ქვეყნის და ერის წინაშე და მთელი მსოფლიოს წინაშე.

აქვე მინდა გამოვეხმაურო გუშინ და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა კანონის მოდიფიცირება არის რაიმე საშველი. გამორიცხულია! ამ კანონის მოდიფიცირება არის შეუძლებელი, ამ კანონის ყველა მუხლი არის რუსული, ამ კანონის შინაარსი არის რუსული, ამ კანონის მიზანი არის რომ გაანადგუროს დამოუკიდებელი აზრი ქვეყანაში, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია საშუალებები, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, აქტიური ჯგუფები და არცერთ შემთხვევაში არ მიიღება რაიმე ტიპის ფასადურ ცვლილებებში მონაწილეობა. კანონი უნდა იყოს სრულად გაწვეული და კანონი არ უნდა განიხილებოდეს პარლამენტში. ეს არის ხალხის ნება, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი და თუ ეს კანონი მიიღება პერსონალური სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს ვინც ამ დანაშაულებრივ აქტს აღასრულებს.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ის არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს რუსული კანონის მიღებით და უფრო მეტიც, ის მოქმედებს კანონგარეშე, როდესაც თავს ესხმის გულანთებულ პატრიოტ ადამიანებს, როცა პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორება ხდება ქუჩებში. ეს არის კანონგარეშე ქმედება, რაც საფუძველია იმის ჩავთვალოთ ხელისუფლება არის არალეგიტიმური.

დიახ ეს არის არალეგიტიმურობის საფუძველი იმიტომ, რომ კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი.

მივმართავ ყველა პოლიციელს, ვინც ქუჩებში ჩადის ამ უკანონობას. პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას და მერწმუნეთ, ხალხის გამარჯვება ძალიან ახლოს არის და არცერთ შემთხვევაში ეს დანაშაულებრივი რეჟიმი ვერ შეინარჩუნებს დიდხანს ძალაუფლებას“ – განაცხადა ვაშაძემ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved