• რეკლამა
  • კონტაქტი
14:27, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სანამ კონტროლიდან გამოსულა სიტუაცია, განხეთქილების მიზეზი უნდა გაუქმდეს” – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
12:52 05-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
333

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,გუშინწინ ჩემთანაც შემოვიდა ვენესუელადან ზარი, ბუნებრივად ვერ ავიღე, არ მეცალა და რადგან მესიჯი არ მომსვლია – “ემიგრანტი ვარ, ონლაინ დახმარება მჭირდება” ან რამე სხვა, გზააბნეულ ზარად ჩავთვალე და აღარც გადავრეკე. თანაც ამგვარი უცნაური ზარები ადრეც იყო ხოლმე, ფულის ჩამოჭრის გზააო, გაფრთხილებებიც მახსოვს და ამიტომაც ვერიდები ხოლმე აღებას. გუშინ კი აქ დამხვდა პოსტები, ყველგან რეკავენ და ხალხს აგინებენო. ძალიან სასაცილო ხუმრობებიც დაიყარა, რაზეც ბევრი ვიცინე მეც, მაგრამ ამ ზარებზე ის დრო გამახსენდა, დიდწილად ამგვარი სატელეფონო ტერორით რომ მოამზადა კაგებემ პუტჩი. თინეიჯერი ვიყავი და ტელეფონი ოკუპირებული მქონდა, ღამეებს ვათენებდით მე და ხურციძე ლაქლაქში. ხოდა, მოპასუხე ძირითადად მე ვიყავი, ვიღაც ქალები რომ მაგინებდნენ და მწყევლიდნენ. მერე რაც მოხდა იცით და როცა მოხდა, გამსახურდია უკვე იზოლირებული იყო მინიმუმ ნახევარი, დაბნეული, ან მასზე განაწყენებული საქართველოსგან. ხოდა არ მომწონს ეს ზარები, კიდევ ბევრი პროვოკაცია იქნება ახლა კაგებესგან, რადგან ხედავენ მთავრობა სრულყოფილად მზადაა იყოს დაფეთებული და ეჭვებით სავსე, მოსახლეობა კი მზადაა აფეთქებისთვის. ვინც ასეთ გენიალურ იდეებს წარმოშობს და სთავაზობს ოცნების მოლოდეცებს, იმის გამჭვირვალებაა მოსაკითხი. რუსეთი ყოველთვის მზადაა გვალეწინოს თავ-პირი ერთმანეთისთვის. ამჯერად თუ გამოუვიდა, ვინ იცის, შემდეგ თავისი აქ დესანტად გადმოსხმული ბიდლოს “დასაცავადაც” გადმოაყენოს ტანკები. სანამ კონტროლიდან გამოსულა სიტუაცია, განხეთქილების მიზეზი უნდა გაუქმდეს, თუ რათქმაუნდა, სწორედ ეს არაა მიზანი. გაიტანეთ კანონი უკან.”

თეგები: ნათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved