• რეკლამა
  • კონტაქტი
08:37, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი – კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია, ევროკომისია კი პირდაპირ გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ – ნული ყურადღება!

ალია ავტორი - ალია
12:50 05-08-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი, ბევრი მიზეზის გამო, ნულია – როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, ხედავს თუ არა რისკს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის, “ამიტომ ამ პარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ უნდა მიაქციონ, მით უმეტეს, მათ მიმართ ნდობა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები”.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ნული არის ამის შანსი [მოხსნის შანსი], ბევრი მიზეზის გამო. როდესაც ასახელებთ ევროპარლამენტის წევრებს, იგივე ევროპარლამენტის წევრები და ევროპარლამენტიც, საბოლოო ჯამში, რეზოლუციის სახით გვთხოვდა, მოითხოვდა, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა და ამას ასახელებდა, როგორც წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის – სააკაშვილის გათავისუფლებას. ვნახეთ, რომ სააკაშვილი არ გათავისუფლდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროპარლამენტის იგივე დეპუტატები საქართველოსგან ითხოვდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ამით, ფაქტობრივად, საქართველო შეგვეყვანა სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ამას ითხოვდნენ და იყო წინაპირობა, რომ ევროკავშირის სანქციები გაგვეზიარებინა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინა ჩვენთვის. ვნახეთ, რომ სანქციები არ დაწესდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროკომისია, როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება. მათი გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის. ამიტომ ამ პარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მით უმეტეს, მათ მიმართ ნდობა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები“-განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციების ტექსტებს საქართველოსთან მიმართებით წერდნენ „ნაციონალური მოძრაობის“მიერ დაქირავებული ლობისტები.

„ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ამერიკაში მოქმედი ქართული კანონის შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ თურმე არ ამ რეზოლუციების ტექსტს წერდნენ „ნაციონალური მოძრაობის“მიერ დაქირავებული ლობისტები და ტექსტებს “უცურებდნენ” ევროპარლამენტს, რომ მათ ეს მიეღოთ. პირდაპირ ვნახეთ, ეს ხომ რეესტრში წავიკითხეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტების მომზადება იყო ერთ-ერთი საქმიანობა, რომელსაც ამერიკელი ლობისტები ეწეოდნენ. ასე რომ, როდესაც ჩვენ აქ, ვხედავთ პოლიტიკურ კორუფციის პირდაპირ მინიშნებებს, ამ ხალხის მიმართ ნდობა არ არსებობს. მათი განცხადებები არის ჩვეულებრივი პარტიული განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველებისა, ეს ერთი და მეორე – ევროკომისიის მხრიდანაც არის ცხადი პოზიცია, რომ არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტარების განცხადებები. ეს არის მათი ინდივიდუალური პოლიტიკური აქტივობა მით უმეტეს, რომ ერთ თვეში ექნებათ არჩევნები და ამ პარლამენტარიდან, რომელი დარჩება ევროპარლამენტში და რომელი არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved