• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ნანუკა ჟორჟოლიანს კარგ იდეას ვაწვდი“ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:49 05-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,920

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ნანუკა ჟორჟოლიანს კარგ იდეას ვაწვდი, კეზერას ფულით ნაყიდ აირწინაღებს უსასყიდლოდ გადავცემდი მის ისტორიულ სამშობლოს – ისრაელს. აქ ესენი არ გამოგადგებათ. ეს ფსიქოლოგიური ილეთები: “შევიძენთ ათობით ათასობით აირწინაღს და ასი ათასობით პირბადეს” – საკუთარი ძალების გამხნევებისთვისაც (“აუუუ, რამდენი ვართ!”) არ გამოგადგებათ.

შეგიძლიათ რამდენიმე ასეული “აირუკანაღი” შეიძინოთ ქოუჩებსა და პარტიუკული ბალადიკოებისთვის, XXXL ზომა – გივი თარგამაძისთვის, სახლიდან გაუსვლელად სითხეებს რომ ღვრის “გმირულად”. ბავშვებზე კი გავაგრძელებ ჯიუტად ლოცვას, რამეთუ “არა უწყიან, რასა იქმან”. მათი დაკარგვაც ფუფუნებაა ჩვენთვის. კეთილგონიერი ჯვარცმული ავაზაკის მსგავსად, მათ გადარჩენას ბოლო წამაბამდე არ უნდა შევეშვათ.

ხშირად მიფიქრია ლგბტ-შვილების მშობელთა “ჯვარზე”. ხშირად ვფიქრობ “ა.რ.კ.” (“არა რუსულ კანონს”) მოძრაობის მონაწილეთა დატანჯულ მშობლებზე. დღეს “გ.ო.პ.”-ნიკების მიერ მათი შვილები “ა.რ.კ.-ანოიდებად” ჰყავთ გამოყვანილი, მსგავსად ჩვენი ახალგაზრდობის დროინდელი პოპულარული კომპიუტერელი თამაშისა.

ოღონდ, ეს თამაში აღარაა. სულ რომ ერის უმეტესობა მცირემორწმუნე და პანიკური შიშებით დასნეულებულ ნაწილს წარმოადგენდეს (და სამწუხაროდ მასეც არის) – ნანუკა ჟორჟოლიანის ლოგისტიკური შეკვეთების “მასშტაბი” სწორედ ამ სუსტ წერტილებზეა მიმართული. მაგრამ, ამჯერად, განსხვავებით 2003 წლის წარმატებული მცდელობისა, მათ არაფერი არ გამოუვათ.

არ გამოუვათ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში გაჩნდა ჯანსაღი, მტკიცე, ღვთივსათნო “გზავნილები” უფლისადმი, რამაც სრულ “საბრძოლო მზადყოფნაში” მოიყვანა ზეციური მხედრობა, რომელსაც დღეს აუჯანყდა საერთაშორისო “ლეგიონის” სრული შემადგენლობა. სააღდგომო უსუსური მცდელობა, ამ მხედრობის გაშარჟებისა თუ შეურაცხყოფის – პირიქით მუშაობს, მისი არა დასუსტების, არამედ გაძლიერების კუთხით.

წინასააღდგომო სახარების წაკითხვისას, არაერთგზის შეგვახსენეს ქრისტეს ჯვარცმაზე პასუხისმგებლობის ამღები ერის საშინელი თვითწყევლა: “ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი”. საქართველო – განსაკუთრებული “ორგანიზმია” დედამიწის ზურგზე. ის უფლისა და ღვთისმშობლის პირდაპირი მმართველობის ქვეშაა და თუ ხდება სინერგია, თუ ხდება თანხვედრა ზეციურ და მიწიერ ხელისუფალთა შორის – მტრისას! ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას!

დღეს სიცრუეზე, ცილისწამებაზე, საგალობლების “ქავერებზე”, პატრიარქის გინებაზე თუ ხატების კარიკატურირებაზე – საქართველოს “ჯვარცმას” კი არა, მის მკვდრეთით აღდგომას თუ მიაღწევთ, მსგავსად იმ ლაზარესი – რომელიც ასევე საქართველოს სიმბოლური განსახიერებაა. ასე რომ, საყვარელო მშობლებო, დანო და ძმანო – აირწინაღების შეძენის მაგივრად, ამ ქვეყნის სისხლს “თქვენზე და თქვენს შვილებზე” უმძიმეს მემკვიდრეობად ნუ გადააქცევთ.

თქვენი შვილების ცბიერი “ქოუჩები” პილატესეულად “ხელს დაიბანენ” მხოლოდ და თავის მომაკვდავ კეისარს დაუბრუნდებიან. ამ ქვეყანას: მამულს, ენას,სარწმუნოებას – ვერ დაამარცხებენ. ეს გაუგონარი და წარუმატებელი მისია ჯერ არავის გამოსვლია. ჩემთან ერთად, თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს!”

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved