• რეკლამა
  • კონტაქტი
08:54, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასაფლაოზე შეკრებილი გურულების სააღდგომო ტრაპეზის აღწერას ნიჭიერი მწერლის კალამი ჭირდება” – თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
20:35 05-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
343

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:

ბავშვობის არდადეგების უმრავლესობა გურიაში, ბებიასთან მაქვს გატარებული. აღდგომასაც, არაერთხელ, იქ შევხვედრივარ.
სასაფლაოზე შეკრებილი გურულების სააღდგომო ტრაპეზის აღწერას ნიჭიერი მწერლის, ან პოეტის კალამი ჭირდება. წარმოსახვა შეუძლია გათიშოს – ასეთ სილამაზეს, მხიარულებას, მისტიურობას, თან ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში მყოფს – ვერ წარმოიდგენს..
საფლავებს შორის, მინდორზე გაშლილი სუფრები, ერთმანეთის მოკითხვასა და მოფერებაში გადახლართული გურულები გამახსენდა, აღდგომის მახარობლები ერთად რომ მღეროდნენ, ისე, თითქოს საფლავებიდან ამოძახილსაც უწყობდნენ ხმებში..
წელს აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დაწყებას გიორგობა დაგვემთხვა.
უნდა მომელოცა ყველასთვის. მარტო გიორგები არ ვართ პრივილიგირებულნი – წმ. გიორგი საქართველოს მფარველია. ??
ვინც თავისუფლებისთვის, რუსული სიბნელისგან სამშობლოს და ჩვენი მომავლის დასახსნელად იბრძვით – ყველას გაგიმარჯვოთ!??? რუსული ბანგით შეცდენილ-მოწამლულებს ღმერთმა გონება გაუხსნას და გაუნათოს?
გალაქტიონი რამ გამახსენა – აღდგომაზე გურიაში, ბოროტების განმგმირავ წმ გიორგიზე და სიხარულის, სიამაყის, იმედის და გარდაუვალი გამარჯვების შეგრძნებაზე, რომელიც წალეკვით ემუქრება მანკიერებას – ყველაფერს რაც დღემდე ხელოვნურად გვაპირისპირებს – თქვენც ადვილად მიხვდებით:
,,..ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში,
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,
და არსად, მთელ ქვეყანაზე, არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით.
ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში. “
გილოცავთ გიორგობას! ???❤️

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved