• რეკლამა
  • კონტაქტი
08:54, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კიდევ კარგი ჯიბეში სადგისი არ მქონდა, თორემ ხომ ჩავარჭობდი იმ კეფაში” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
17:27 05-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

მე მათ გლდანში გადავწყდი დღეს, მეტროსთან. ორნი იყვნენ, მარშრუტკაში ამოვიდნენ და ჩემ წინ დასხდნენ. მეორე ტიპს თვალი კარგად ვერ მოვკარი, პირველს კი მგონი ყველა კბილი აკლდა და ამის გამო ლოყები ისე ჩასცვენოდა, რომ ერთმანეთს შიგნიდან მიჰკვროდა. წესით ვერ უნდა ელაპარაკა, მაგრამ ჩლიფინებდა მაინც რაღაცას.
– რაო, რა თქვეს? – იკითხა მეორემ ისეთი ხმით, რომ უეჭველი დიდი ცხვირი უნდა ჰქონოდა.
– რაო და ვლასტი უნდა ჩავიბაროთო.
– ვლასტი უნდა ჩავიბაროთო?
– ჰო, გესმის, ლაწირაკი ბავშვები რამდენს ბედავენ!
– ვლასტი როგორ უნდა ჩაიბარონ?
– ბიჭო, შტერები არიან ეგენი. არაფერი არ უნახავთ. ჩვენ ყველაფერი ვნახეთ, ესეც ვნახეთ და ისიც ვნახეთ.
– ჩვენ ვნახეთ?
– ჰო, აბა ვინ? ათას *ლეზე ვართ გადამხტრები და გადმომხტრები.
– გადმომხტრები?
– რა გჭირს, შეჩემა?
– რავი, რა ვნახეთ, მე ლიჩნად უბნიდან არ გავსულვარ.
– მერე რა, ძმაო, სწორედ მაგაშია საქმე.
– უბნიდან რომ არ გავსულვართ?
– უბნიდან შეიძლება ვერ გახვიდე, მაგრამ ყველაფერი იცოდე.
– დარწმუნებული ხარ?
– სტოპრაცენტნი… რა ევროპა, მაგათ შიგ ხომ არა აქვთ, ე?!
ამ დროს ლოყებჩაცვენილის მობილურმა დარეკა.
– ჰო, ალა… კარგად, შენ?.. კარგად არ მესმის, რას მილოცავ?.. ა, ჰო, შენც, შენც… ბებო როგორ არის?..
– ვინ იყო? – დაინტერესდა გრძელცხვირა.
– ვინ იქნებოდა? ჩემი ცოლი იყო, ალა.
– სად არის ახლა?
– იტალიაშია რა, ბებოს უვლის იქ.
– თავის ბებოს?
– შიგ ხომ არა გაქვს, რა თავის ბებოს. იტალიელ ბებოს.
– აგზავნის?
– ისე რა.
კიდევ კარგი ჯიბეში სადგისი არ მქონდა, თორემ ხომ ჩავარჭობდი იმ კეფაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved