• რეკლამა
  • კონტაქტი
19:44, კვირა, 10 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეწყვიტეთ მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენება” – Amnesty International “ოცნებას”

ალია ავტორი - ალია
22:14 05-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს  ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენება.

“პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ საერთაშორისო კანონებსა და სტანდარტებს ძალის გამოყენებისას. ბრალდებები მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენების შესახებ, მათ შორის ქიმიური გამაღიზიანებლების, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების, დაუყოვნებლად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. ეჭვმიტანილი სახელმწიფო მოხელეებმა პასუხი უნდა აგონ მიუჯერძოებელი სასამართლოს წინაშე” – წერს ორგანიზაცია.

Amnesty International-ის შეფასებით, 15 აპრილის შემდეგ, როდესაც ქართველმა ხალხმა აქტიურად დაიწყო
სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლები, პოლიციის მიერ, არაერთი შესაძლო კანონდარღვევა და მშვიდობიანი პროტესტისთვის ხელის შეშლის ფაქტი გამოიკვეთა.

  1. ორგანიზაცია საეჭვოდ მიიჩნევს 15 და 16 აპრილის აქციებზე მოქალაქეების დაკავების საჭიროებას და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამ დღეებში მედიის არაერთმა წარმომადგენელმა მიიღო დაზიანება.
  2. ქიმიური გამაღიზიანებლების [ წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის] და წყლის ჭავლის ერთდროულად გამოყენების საჭიროება 30 აპრილს ბუნდოვანია – ეს პრაქტიკა განსაკუთრებით დაუშვებელია მაშინ, თუ პოლიცია ამ საშუალებებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე იყენებს.
  3. მოქალაქეების დევნა, ცემა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორე განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი საფრთხეს არ წარმოადგნენე, დაუშვებელია. ორგანიზაცია ცალკე გამოყოფს ქალების ცემას, არასრულწლოვანების დაკავებას და სამართალდამცველების მიერ პროტესტის მონაწილეების ჯგუფურად, ხელკეტით ცემის ფაქტებს.
  4. სამართალდამცველების გარდა სხვა პირების ჩართვა მოქალაქეების დარბევის პროცესში.
  5. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულთა ადგილსამყოფელის ბუნდოვანება, დაშავებული დაკავებულებისთვის სამედიცინო სერვისების შეფერხებით გაწევა და შეზღუდვა ადვოკატებთან კომუნიკაციაზე.
  6. დაკავებულების წინასწარი პატიმრობისთვის მაქსიმალური ვადის, 48 საათის გამოყენება დასაბუთების გარეშე.
  7. ლეტალური იარაღის გამოყენებისას სიფრთხილის ზონებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობა. კერძოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მკაფიოდ ძალადობრივი ვითარებაა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. ასევე, ცრემლსადენი გაზისა ჭურვები და რეზინის ტყვიები არ შეიძლება იქნას დამიზნებული თავის, სხეულის ზედა ან საზარდულის მიდამოებში.

გარდა ამისა, ორგანიზაცია წერს: “ქართული პოლიციის ქმედებები აშკარად ვერ აკმაყოფილებდა საერთაშიროსო სტანდარტებს პოლიციის დემონსტრაციების დროს – განსაკუთრებით 30 აპრილიდან 3 მაისამდე. პოლიციის ბრძანებების შეუსრულებლობის ცაკლეული შემთხვევები ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არ იძლევა მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ქიმიური განაღიზიანებლების, წყლის ჭავლის ან რეზინის ტყვიების გამოყენების საფუძველს. ვერაფერი გაამართლებს პროტესტის მონაწილეების ცემას ან პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე ძალადობას. ხელისუფლების სადამსჯელო ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მიზანი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასჯა და შემდგომი პროტესტის თავიდან აცილებაა, რაც არღვევს მშვიდობიანი შეკრების უფლებას”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved