• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანია: მზარდია საბანკო სექტორის მიერ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება

ალია ავტორი - ალია
17:57 04-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული სექტორის კვლევის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია. ენერგეტიკის სექტორის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.

დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული კვლევის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის, არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია კვლევების ჩატარება.

„მისასალმებელია, რომ მზარდია საბანკო სექტორის მიერ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დარგის განვითარებასა და სხვადასხვა პროექტის წახალისებას. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა მოიცავს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტების, არსებული გამოწვევებისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზს. გარდა ადგილობრივი ბაზრის მახასიათებლებისა, კვლევაში მოცემულია სხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორების შედარებითი ანალიზი საქართველოს ენერგეტიკულ ბაზართან. აღსანიშნავია, რომ სემეკსა და ეროვნულ ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც არის იმის წინაპირობა, რომ ორ უწყებას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved