• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება

ალია ავტორი - ალია
12:02 04-26-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება.

კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს.

კომპლექსი დაპროექტებულია ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია. საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და იზოლირებული ეზო მაცხოვრებლებისათვის, სადაც გათვალისწინებულია როგორც სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე, ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მუშაობისა და დასვენებისთვის შესაბამის გარემოს შექმნის.

საერთო სივრცეებს, ეზოს, მოედანს და მწვანე ტერასებს კომპლექსში 3000 მკვ.მ ფართობი უკავია.

პროექტს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს – საბურთალოს ოთხი ქუჩის – ქავთარაძის, სანდრო ეულის, პოლიტკოვსკაიასა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთა, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. უახლოესი მეტროს სადგური, პროექტიდან 150 მეტრში მდებარეობს.

პროექტი  გამოირჩევა პრაქტიკული გეგმარებითა და ენერგოეფექტურობით, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

პროექტის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.

„ჩვენთვის „სიმეტრია ჯიქია“, ადამიანსა და გარემოზე ნაფიქრი  კიდევ ერთი პროექტია. პროექტის ფუნქციურობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ „სიმეტრია ჯიქიას“ უდიდესი პოტენციალი აქვს ჩამოყალიბდეს ამ უბნის ე.წ. ჰაბად, სადაც ყველა ფუნქცია იქნება თავმოყრილი კარგი ცხოვრების, მუშაობისა და თუ დასვენებისათვის. გვიხარია, რომ პროექტ „სიმეტრია ჯიქიას“ განვითარება გვიწევს ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა „თიბისი ბანკი“ და „კაპიტოლ მენეჯმენტი“. გვჯერა, რომ არსებული რესურსების გაერთიანებით შევქმნით ისეთ ფასეულ აქტივს, რომელიც ყველა ჩართული მხარისათვის სიმეტრიული სარგებლის მომტანი იქნება“, – უჩა ქართველიშვილი, „სიმეტრიას“ დირექტორი.

„მოხარული ვარ, რომ “სიმეტრიას” და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში, იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას, საცხოვრებლად, თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს შესთავაზებს.ჩვენთვის, როგორც 41%-იანი ბაზრის წილით,დეველოპერული და უძრავი ქონების სექტორის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია სექტორის სწორად განვითარება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია“, – გიორგი დარჩიაშვილი – თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

კომპანია „სიმეტრია“ 10 წელზე მეტია ქმნის ფასეულ უძრავ ქონებას საქართველოში.  დღეისათვის მის პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი, მაგალითად: Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი“. ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში.

„სიმეტრიას“ მიზანია, საიმედო პარტნიორი გახდეს უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და მათთან ერთად შექმნას ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved