• რეკლამა
  • კონტაქტი
07:37, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს „ქართულ ოცნებას“ ხელში უჭირავს ბენზინის ავზი და აქეთ იქით აფრქვევს, რათა ცეცხლი გააღვივოს“ – კონრად ბაბუნაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:11 04-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
678

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის“ თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი.

– რა  მიზეზით დაარეგისტრირა ხელახლა პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ შარშან ჩაგდებული  „აგენტების კანონი“? როგორ ფიქრობთ, რა გეგმა აქვთ?

–რაც შეიძლება გარეგნული ფაქტების შეჯერებით გამოიკვეთოს, მიანიშნებს იმას რომ ივანიშვილის მესამედ დაბრუნება პოლიტიკაში არ გულისხმობს საჯარო აქტივობას. იგი მოვიდა, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი შეცვალა, ახალი პრემიერი დანიშნა და ისევ მიიმალა. მეორე ფაქტი უკავშირდება იმას, რომ რუსული კანონის მიღების ხელახალ აქტივირებას ვერავინ შეძლებდა თუ არ იქნებოდა ივანიშვილის მითითება. გამოდის, რომ ეს სამი რამ გააკეთა ბიძინამ. ახლა კი ვნახოთ რა მოჰყვა ყოველივე ამას. ქვეყანაში დაიწყო დიდი ხმაური, მზარდი დესტაბილიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის აქტუალიზირებული იმდენად,  რომ საქართველოს პრემიერი დეზინფორმაციაში ადანაშაულებს გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციას. პარალელურად, რეგისტრაციას უუქმებენ „ალტ ინფოს“, რომლის წევრები გაცოფდნენ და „ქართულ ოცნებას“ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს „ქართულ ოცნებას“  ხელში უჭირავს ბენზინის ავზი და აქეთ იქით აფრქვევს,  რათა ცეცხლი გააღვივოს.  მე შეგნებულად ვსაუბრობ მხოლოდ ფაქტებზე. ამ ფაქტების ანალიზი კი ყველას შეიძლება თავისებური  ქონდეს. მაგალითად, შესაძლოა სიტუაციის ისეთი დაძაბვა დაიგეგმა, რომ გარდაუვალი გახდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს იურიდიულად რამდენად შესაძლებელია, ეს იურისტებმა და კონსტიტუციონალისტებმა შეაფასონ, მაგრამ ვადამდელი არჩევნების დაშვებისას, იგი ჩატარდება 120/30 სისტემით, ანუ 30 მაჟორიტარით. თუ ესაა ჩაფიქრებული, უკვე ერთი კვირის განმავლობაში ამ მოთხოვნას აუცილებლად გააჟღერებენ. ასე რომ,  დაველოდოთ, ვნახოთ რა მოხდება და მერე უკეთ გამოჩნდება თუ რა არის ჩაფიქრებული. ჩემთვის ნათელია, რომ ამ ყველაფრის შედეგად, „ქართული ოცნება“ ბევრი ამომრჩევლის ხმას დაკარგავს და არჩევნებში პირველ შედეგს ვერ აჩვენებს. „ალტინფოს“ მომხრე ქართველი „რუსულმანები“  მათ ხმას არ მიცემენ, მეორეს მხრივ, ევროინტეგრაციის მომხრე ბევრი ამომრჩეველიც არ მისცემს მათ ხმას, ხოლო ეს ხმები გიორგი გახარიასთან წავა. მე ვპროგნოზირებ რომ გიორგი გახარიას პარტიის რეიტინგი რამდენიმე თვეში 20 %– ს გადააჭარბებს, ხოლო „ქართული ოცნების“  რეიტინგი 20 % –ს ჩამოცდება. ასე მოხდება თუ არა, უახლოეს მომავალში ვნახავთ.

თეგები: კონრად ბაბუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved