• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნუ აჰყვებით „ოცნების“ პროვოკაციებს, დაძაბულობა და პოლარიზაცია, როგორც ვხედავთ, მათ ინტერესშია“ – გახარიას გუნდი

ალია ავტორი - ალია
19:13 04-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219

გახარიას გუნდი საგანგებო განცხადებას აკეთებს, რომელიც პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა გააჟღერა:

„როგორც ვხედავთ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე შენობის გარეთ. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კანონი არის რუსული. ის ერთმანეთთან აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს და ზოგადად ძაბავს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, რაც არის რუსეთის მთავარი ინტერესი. სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს ოკუპანტი და მტერი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და ნაცვლად მოქალაქეებთან საერთო ენის გამონახვისა, ესკალაციის მთავარ ძალას წარმოადგენს.

ასე რომ არ იყოს, და „ოცნება“ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას წარმოადგენდეს, მისსავე ინტერესებშია ვითარების განმუხტვა, რადგან მთელი პასუხისმგბელობა მოვლენების განვითარებაზე ეკისრება მას, ამ კანონის ხელახლა ინიცირების წუთიდან..

ზუსტად ამიტომ, პირდაპირ მოვუწოდებთ „ოცნებას“, თუ გსურთ, რომ ეს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არ გაღრმავდეს და დასრულდეს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც:

1. იცავს ჩვენს ქვეყანას ჩვენი ოკუპანტის აგრესიული გავლენებისგან.

2. გამჭირვალობასთან დაკავშირებით კი – დააწესოს ანგარიშგების საერთო სტანდარტი ყველა გრანტის მიმღებისთვის, იქნება ეს კეზერაშვილის მიერ გაცემული, ივანიშვილის მიერ გაცემული თუ სხვა ვინმეს მიერ გაცემული.

ჩვენი პროექტები საჭიროზე მეტად აკმაყოფილებს, “ოცნების” მიერ თითქოსდა გამჭვირვალობასთან დაკავსირებულ წუხილებს. თუ ისინი ჩვენს კანონპროექტებს მხარს არ დაუჭერენ, ეს იქნება მორიგი დადასტურება იმისა, რომ მათი მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ ქვეყანაში კრიზისის გამწვავება და მტერი სახელმწიფოს წისქვილზე წყლის დასხმაა.

ბოლოს, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მმართველ ხელისუფლებაზე მეტი პასუხიმსგებლობით გამოირჩევიან და ამ ქვეყნის სტატუსის მიღებაში მთავარი როლი აქვთ.

ნუ აჰყვებით „ოცნების“ პროვოკაციებს, დაძაბულობა და პოლარიზაცია, როგორც ვხედავთ, მათ ინტერესშია.
და ბოლოს. კი – ევროპას და არა – რუსეთს”

თეგები: გახარიას გუნდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved