• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მატყუარა, თუ უვიცი? – “ვარწმუნებდი კანცლერს” – კობახიძის არგუმენტები და შოლცის პასუხები

ალია ავტორი - ალია
16:36 04-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,634

რუსული კანონი იყო ერთ–ერთი მთავარი სასაუბრო თემა პრემიერ ირაკლი კობახიძესა და გერმანიის კანცლერს შორის. ირაკლი კობახიძე შოლცის მთავარ კრიტიკულ გზავნილებზე საჯაროდ პასუხის გაცემისას, ამბობს, რომ ის უმტკიცებდა შოლცს, რომ ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა. თუმცა, როგორც ჩანს, ვერ დაუმტკიცა, ან როგორ დაუმტკიცებდა, როცა დასავლეთის გრანტები ისედაც გამჭვირვალეა და როცა ქვეყანა, რომლის მიწაზეც ამწუთებშიც ავლებს მავთულხლართებს რუსეთი, ღიად ამბობს, რომ დასავლეთის გრანტებს ებრძვის.

 “კანონი ეფუძნება სამართლებრივ პრინციპებს. მე ვუმტკიცებდი ამას ბატონ კანცლერს” – ამბობს კობახიძე. 

შოლცმა განაცხადა, რომ “ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის.”

ასევე, კობახიძე ამბობს, რომ იგი ცდილობდა შოლცი იმაშიც დაერწმუნებია, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირსაც აქვს, მაგრამ ამაზეც, მას შოლცმა, რომელმაც, სავარაუდოდ, ძალიან კარგად იცის ევროკავშირის კანონდებლობა და ისიც, რომელი მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ მოქმედებს ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ეს კანონი, რომლის მთავარი მიზანიც უსაფრთხოებაა და არა მეგობრების და პარტნიორების წინააღმდეგ ბარიერები, უპასუხა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირს არ აქვს.

ამ ორი განცხადების მიხედვით, შოლცმა კობახიძეს მატყუარა უწოდა, თუ უვიცი – ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია. 

კობახიძე იმასაც ამბობს, რომ საქართველო რეკომენდაციების ფარგლებში რეფორმებს ახორციელებს, თუმცა, პარტნიორები რატომ საუბრობენ მაშინ სასამართლოს რეფორმის არქონაზე, ან ამ რუსული კანონის მიღება რანაირად ჯდება ევროკავშირის რეკომენდაციებში, ამას არ ამბობს.

მე დავუდასტურე ფედერალურ კანცლერს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული  ღირებულებისათვის. საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება და ისე, რომ როგორც კანცლერმა 2 წლის წინ ძალიან სწორად აღნიშნა, ევროკავშირისა, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს და ვაკეთებთ ამას ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს, – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, შოლცმა რეფორმებზე საუბრისას ახსენა დეოლიგარქიზაციის რეფორმა, სასამართლო რეფორმა და სამართლიანი არჩევნები, რაც თავის მხრივ, საარჩევნო კანონსაც ეხება. როგორ აპირებს კობახიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს, ამ რეფორმების გატარებას, უცნობია. 

იმედია, კანონს უკან გაიწვევთ! – გერმანია საქართველოს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved