• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინ მდიდრდება ნარკობიზნესით? ხელისუფლებიდან ვინ ფლობს სამშენებლო კომპანიებს? ვისთან მიდის ატკატი გადასახადებიდან?” – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
14:18 04-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208
,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
მე ვითხოვ გამჭვირვალობას!
დიახ ვითხოვ გამჭვირვალობას, ოღონდ ყველასგან და მაინტერესებს:
ვინ არის კოვიდტესტების შემომტანი საქართველოში, ვინ ლობირების ხელისუფლებიდან, დღემდე რომ არ გაუუქმებიათ კლინიკებში ტესტირება და ფულის კეთება მიმდინარეობს;
ვისი ინტერესებშია პროდუქტების იმპორტი, განსაკუთრებით გაყინული ხორცის ბიზნესი, რითაც სოფლის მეურნეობა დღემდე იმპორტზეა დამოკიდებული?
რატომ არის კომუნალური გადასახადები დღემდე ასეთი მაღალი, ვისთან მიდის ატკატი? ჩვენ ხომ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და აზერბაიჯანიდან გატარებული ნავთობის და გაზის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ სარგებელს ვიღებთ?
რატომ არის თბილისში თავისუფალი ზონა ბიტკოინების საწარმოებლად, რომლის გადასახადსაც ჩვენი მოსახლეობა ფარავს და ზოგადად, ვის ინტერესებშია ჰესების ვითომ ენერგოდამოუკიდებლობის მიზნით აშენება, სინამდვილეში კი ბიტკოინების საწარმოებლად?
ვის ინტერესებშია ამდენი კორპუსების მშენებლობა, ხელისუფლებიდან ვინ ფლობს სამშენებლო კომპანიებს და ვის ინტერესებია თბილისში და ბათუმში აშენებული კორპუსები, რომლებიც ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იყიდება?
ვინ მდიდრდება ნარკოტიკების ბიზნესით? განარკომანდა ახალგაზრდობა, ყველამ იცის სქემა, თუ როგორ იყიდება წამალი და ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან მფარველობის გარეშე ხომ წარმოუდგენელია ასე ღიად ხდებოდეს გაყიდვა?
ვინ მდიდრდება აზარტული ბიზნესით, რომლის წლიური ბრუნვა 55 მილიარდია და ხელისუფლების ინტერესი რომ არ იყოს, მისი შეზღუდვა დიდი ხნის წინ მოხდებოდა?
ვისი ინტერესია ბანკების მიერ ხალხის ყვლეფა, რომელთა წლიური სუფთა მოგება 2,7 მილიარდია? კონკრეტულად ვისი ინტერესი იყო ლიბერთი ბანკის მიერ ჩვენი პენსიონერების გაძარცვა კაბალური სასესხო პირობებით?
ასევე მაინტერესებს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც შემდეგ არჩევნებზე “აბრუნებენ” თანხებს შემოწირულობების სახით;
შემიძლია დაუსრულებლად გავაგრძელო, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია და ენჯეო სექტორის გამჭვირვალობასთან ერთად, იქნებ ამის გამჭვირვალეობაზეც იზრუნოს ხელისუფლებამ?
ასევე, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ მალავს თავის დაფინანსებას, პირიქით ეამაყებათ ავტორიტეტული ორგანიზაციებიდან და საელჩოებიდან დაფინანსება.
თუ ეგ კანონი მიღებული იქნება, პარლამენტი უნდა დატოვონ იმ ხალხმა, ვინც მუშაობდა ენჯეო სექტორში, რომელიც ფინანსდებოდა უცხოეთიდან, აბა სად გაგონილა უცხოური ძალის აგენტები საკანონმდებლო ორგანოში მუშაობდნენ?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved