რამდენად უსაფრთხო იქნება რუსეთიდან ივლისში ტურისტების მიღება – ამ კითხვის საპასუხოდ ეკონომიკის მინისტრი ამბობს: “ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ზომების დაცვით მზად არის, მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს’.
მისივე თქმით, რუსი ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორებისა.
„ტურისტული კორიდორების სახელწოდებაში ჩანს, რომ ეს კორიდორები უნდა იყოს უსაფრთხო, შესაბამისად, ჩვენი რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან როცა შედგება შეთანხმება ტურისტულ უსაფრთხო კორიდორზე, ჩვენ გვექნება ყველა გარანტია იმისა, რომ ეს უსაფრთოება დაცული იყოს როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე, დამხევდრი ქვეყნისთვის. ამ წუთში რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ადრე რუსეთიდან წამოსული ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ვიზიტორებისა, დღესაც ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მზად არის მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს“
შეგახსენებთ, რუსეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი მაღალია, დღეს, მოსკოვის მერმა გააკეთა განცხადება, რომ მხოლოდ მოსკოვშია 300 000 ინფიცირებულია.
კომენტარები