• რეკლამა
  • კონტაქტი
09:56, ორშაბათი, 9 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების ამომრჩეველი ვარ – რადგან მასწავლებელი ვარ, ვცდილობ არ ვიყო მხარე – მოვეშვათ ამ კანონის შავ პიარს” – მაკა სახურია

ალია ავტორი - ალია
16:29 04-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

პედაგოგი, მაკა სახურია:

ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ პოლიტიკურ მოვლენაზე საკუთარი მკვეთრი პოზიცია კი მაქვს, მაგრამ რადგან მასწავლებელი ვარ და მოსწავლე-მშობელთა მრავალფეროვან საზოგადოებასთან მიწევს ურთიერთობა, ვცდილობ არ ვიყო მხარე, ხშირად საკუთარ თავს ვუკრძალავ ხოლმე პოზიციის გამოხატვას.

თავიდანვე ვიტყვი: ქართული ოცნების ამომრჩეველი ვარ. არა იმიტომ, რომ ყველაფერი მომწონს და კრიტიკული დამოკიდებულება არ მაქვს მმართველი პარტიისადმი. უბრალოდ სხვა არჩევანი არ მაქვს. ვარ ჩიტივით თავისუფალი ადამიანი. არაფერში არ მჭირდება არცერთი ხელისუფლება. ჯანმრთელობის დამაზიანებელი, უმძიმესი შრომით ვარჩენ ოჯახს, რადგან ჩემს ღარიბ ქვეყანაში შრომის ანაზღაურება არ არის სათანადო და უპირველესად ამას მოვითხოვ ყველა ხელისუფლებისგან. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობით ყველა ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს.

ოპოზიციაში ვერ ვხედავ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლის მიმართაც უბრალოდ სიმპათია მაინც მექნებოდა და ეს სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია. ხელისუფლების მხარდაჭერა მე არ მჭირდება. მხარს ვუჭერ ხელისუფლებას ჩემი ქვეყნის საკეთილდღეო ყველა ინიციატივაში და ეს ყოველთვის ასე იქნება.

მაგალითად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევის პროცესს აქტიურად ვეწინააღმდეგებოდი და ყველა საპროტესტო აქციაზე დავდიოდი. ინტერვიუც მივეცი ოპოზიციურ არხს და როცა ახლობელმა მკითხა, შენ ხომ ხელისუფლების მხარდამჭერი ხარ და გამიკვირდა შენგანო, ვუპასუხე, რომ მხარს არა ხელისუფლებას, ხალხის ინტერესებს ვუჭერ ყოველთვის ყველაფერში-მეთქი. კიდევ ერთხელ მადლობა ხელისუფლებას, რომ რასაც ვაპროტესტებდი, დაკმაყოფილდა და რესპუბლიკურის ნგრევის გეგმა შეიცვალა.

რაც შეეხება ე.წ. “რუსულ კანონს”. ეს კანონი რუსულია, ამერიკული თუ ევროპული, მნიშვნელობა არ აქვს. პარლამენტში მუშაობს კანონშემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც საჭირო კანონის საერთაშორისო პრაქტიკას სწავლობს და ახალი კანონი ამ გამოცდილების გათვალისწინებით მზადდება. მთავარია კანონი ჩვენი ქვეყნის საჭიროებებს მოვარგოთ. მთავარი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისა, რაშიც ვემადლიერები მოქმედ ხელისუფლებას, არის დემოკრატიის მაღალი ხარისხი. არავინ თქვას, რომ ამ ქვეყანაში ვინმეს დევნიან განსხვავებული აზრის გამო. სასაცილოა, რომ ამ ხელისუფლების ტირანიაზე საუბრობს ხალხი, რომელსაც არასდროს გაუპროტესტებია სააკაშვილის ხელისუფლების სისხლიანი ტირანია. ეგეთი ხალხისადმი ნდობა ნულია ჩემგან. არასამთავრობო სექტორს არ აკონტროლებს არავინ. ეს სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ნაწილი, ვალდებულია ქართველი ხალხის წინაშე. დემოკრატიის მთავარი პრინციპი არის გამჭვირვალობა. ენჯეო სექტორიც ვალდებულია ხალხის წინაშე, ფინანსური რესურსების წარმომავლობაზე ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. რატომ გამორიცხავთ, რომ რომელიმე ქვეყნიდან რომელიმე არასამთავრობო ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდეს? რას მალავენ? რა არის დასაფარი? დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აინტერესებს ენჯეო სექტორის ფინანსური წყაროები. პრორუსულ ალტ ინფოს რომ შეუწყვიტა საჯარო რეესტრმა საქმიანობის უფლება, ხომ მოგვეწონა? თუ ვინმე კიდევ მუშაობს ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, რატომ არ უნდა ვიცოდეთ? ეს კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს. აბსურდულია შიში ვინმეს აგენტად გამოცხადებაზე და აქ პარალელები ტიციან ტაბიძესა და მიხეილ ჯავახიშვილთან უადგილოა. ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება, რომ თუ მისი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის, წყაროების დეკლარირება გააკეთოს. რა არის ამ ნორმაში დისკრიმინაციული? საერთოდ არაფერი! რისა გვეშინია? ვის დევნიან? ვინ დახურეს? ვინ დააპატიმრეს უსამართლოდ? ლაზარე გრიგორიადისი? მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ეჭვმიტანილი? ციხეში ცუდად ეპყრობიან ლაზარეს? და არ უნდა აგოს პასუხი, თუკი ეს დანაშაული სასამართლომ დაადასტურა? რაც შეეხება კანონის ინიციატორ რიმა ბერაძის საჯარო ბულინგს. არავინ აგებს პასუხს იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირში დაიბადა ან როდის სად მუშაობდა. ჩუღურეთელი გახლავართ. ეს ქალბატონი ჩემი რაიონის დეპუტატია და სისტემატურად ვხედავ, როგორ მუშაობს თავისი რაიონისა და ხალხისთვის. დაუღლელი, უზომოდ გულისხმიერი, პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობის მქონე დეპუტატია. ვფიქრობ, ქალბატონი რიმა იდეალურად ასრულებს დეპუტატის მოვალეობას. ის თავისი პარტიის ინტერესებთან ერთად ყოველთვის დგას და იცავს ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. უხერხული და ამორალურია ასეთი ადამიანის საჯარო ბულინგი. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ერთმანეთის აუტანლობა. დემოკრატიის პრინციპი არის უმრავლესობისა და უმცირესობის ურთიერთპატივისცემა.

მესმის, რომ ძნელია, არ გადიოდეს ის, რაც შენ გსურს, იღებდნენ კანონს, რომელსაც ეწინააღმდეგები, მაგრამ ყველა ვალდებულია პატივი სცეს უმრავლესობის არჩევანს. უმცირესობის უფლებები ამ ქვეყანაში გარანტირებულად დაცულია. თუ ვინმე ამ კანონის ძალით უსამართლოდ დასაჯეს, მეც თქვენ გვერდით დავდგები მის დასაცავად. ახალგაზრდობის დიდ ნაწილს საერთოდ არ ესმის ამ კანონის არსი და მნიშვნელობა და აყოლილია ფეხის ხმას. იქნებ გავეცნოთ ამ კანონს და მოვეშვათ შავ პიარს. ამდენი აგრესია და უსამართლო ბრალდებებიც დამღლელია. სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს ამ ქვეყანას. დავიღალეთ, ხალხო! სხვის ინტერესებსაც ვცეთ პატივი. ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ გვსურს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved