• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ზუგდიდში “ქართული თხილის საწარმო” თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით აშენდა

ალია ავტორი - ალია
14:41 04-11-2024
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
256

საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში  მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი თხილი იწარმოება. ხილისბაღთან, ციტრუსოვან კულტურებთან და ვენახთან შედარებით 1 ჰექტარი თხილის ბაღის გაშენებას დაშემდეგ მის მოვლას ბევრად ნაკლები დანახარჯები სჭირდება, რაც ფერმერისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

საქართველოს რეგიონებს შორის სამეგრელოში თხილის კულტურა ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში არა ერთი თხილის გადამამუშავებელი  საწარმოც აშენდა. სამი წლის წინ, ზუგდიდში, სოფელ კახათში თხილის გადამამუშავებელი საწარმო თიბისი ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერით გახსნა ირაკლი ლუკავამ და ახლა ყოველდღიურად 3 ტონამდე თხილს გადაამუშავებს.  

„ქართულ თხილის საწარმოში“  მუდმივად დასაქმებულია 50-მდე ადამიანი. თხილის აქტიური სეზონი აგვისტოში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება, თუმცა საწარმო მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და წელიწადში 200 ტონამდე თხილის გულს გადაამუშავებს.

„ჩვენ გადამუშავებული პროდუქცია 100%-ით გაგვაქვს ექსპორტზე, ძირითადად ევროპის ქვეყნებში. მაქსიმალურად ვცდილობთ მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ და ქართულმა თხილმა თავისი ნიშა დაიმკვიდროს ევროპის ქვეყნებში. ზოგადად თხილის ექსპორტზე გატანა რთული პროცესი არაა, რადგან შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების დაცვით თხილი არ არის მალფუჭებადი პროდუქტი. თუმცა, გარკვეული სირთულეები ექსპორტთან დაკავშირებით მაინც რჩება,“ – ირაკლი ლუკავა, „ქართული თხილის საწარმოს“ დამფუძნებელი.

ირაკლი ლუკავამ მეგობართან ერთად რამდენიმე წლის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მოცვის პლანტაციებიც გააშენა. კენკროვანი მცენარე 3 ჰა ფართობზეა გაშენებული, მხარდაჭერა თიბისი ბიზნესთან ერთად შეღავათიანი აგრო-კრედიტიდანაც მიიღო. წლევანდელ სეზონზე მოსავალს ელოდებიან, თუმცა არა იმდენს, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლონ. წელს კოლხიდაში მოწეული მოცვი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. სამომავლოდ კი როდესაც პლანტაციები სრულ მსხმოიარებაში შევა, ქართული მოცვიც ევროპისკენ აიღებს გეზს.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved