• რეკლამა
  • კონტაქტი
19:16, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არ არის ამერიკული კანონის მსგავსი“ – დანიგანი

ალია ავტორი - ალია
17:34 04-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
480

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს გამოეხმაურა.

დანიგანის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-სთან ერთად ასევე შეშფოთებულია ევროკავშირი, NATO, გაერო და ევროპის ინდივიდუალური სახელმწიფოები და ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

“აშშ-მ საჯაროდ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირად საუბრებში გამოხატა შეშფოთება ამ კანონპროექტის შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიღებამ შესაძლოა საქართველო დააშოროს ევროპულ გზას და უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ქართველი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად” – თქვა დანიგანმა.

ელჩის თქმით, აშშ 30 წელზე მეტია თანამშრომლობს საქართველოს მთავრობებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამ თანამშრომლობის შედეგად ქვეყანაში ყველა დარგი გაძლიერდა, დაწყებული უსაფრთხოებიდან, დამთავრებული ეკონომიკითა და ჯანდაცვით.

“თუ ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ყველა დასავლელმა მეგობარმა და პარტნიორმა შეშფოთება გამოხატა, ხოლო შენი ოკუპანტები მიესალმებიან, არის თუ არა ეს კარგი შენი ქვეყნისთვის?” – ამბობს დანიგანი.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი ძალიან განსხვავდება ამერიკული FARA-ს კანონისგან, ვინაიდან აშშ-ში მოქმედი კანონი არეგულირებს უცხო ქვეყნის ლობისტებს და არ ცდილობს არასამთავრობო სექტორის შეზღუდვას.

“ეს არ არის ამერიკული კანონის მსგავსი. აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ჩვენი კანონი მოითხოვს რეგისტრაციას კონკრეტულად იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდებისგან, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობების ინტერესების ლობირებისთვისვის იღებენ დაფინანსებას. ეს ძალიან განსხვავებული კანონია” – თქვა დანიგანმა.

თეგები: რობინ დანიგანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved